ოპოზიციის ლიდერები დღეს ერთობლივ განცხადებას გააკეთებენ
„გაერთიანებული ოპოზიციის“ ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ვაშაძის
ინფორმაციით, ოპოზიციის ლიდერები ერთობლივ განცხადებას გააკეთებენ.
მისი თქმით, განცხადება პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე
ეუთო/ოდირისთვის გასაგზავნ წინადადებასთან დაკავშირებით გაკეთდება.
განცხადების გაკეთება 3 დეკემბერს, 12:00 საათზე იგეგმება.