საზოგადოება
167,8 მლნ ლარი 9 თვეში- პრემია-დანამატები სახელმწიფო უწყებებს
2019 წლის 9 თვეში სახელმწიფო უწყებებში დასაქმებულთა პრემია-დანამატებზე ჯამში 167,8 მლნ ლარი გაიცა, აქედან, 4,8 მლნ პრემიაზე, ხოლო 163 მლნ დანამატზე მოდის. ბიუჯეტის მონიტორის სტატისტიკის მიხედვით, 2018 წლის ანალოგიურ პერიოდში პრემია-დანამატების საერთო მოცულობამ 148,3 მლნ ლარი შეადგინა. შედეგად გამოდის, რომ წელს სახელმწიფო ხაზინას თანამდებობის პირების პრემია-დანამატები 19,5 მლნ ლარით უფრო ძვირი დაუჯდა. როგორც აუდიტის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ ბიუჯეტის მონიტორში ვკითხულობთ, უწყებებს შორის ყველაზე მეტი პრემია-დანამატი შინაგან საქმეთა სამინისტრომ გასცა. კერძოდ, დოკუმენტის მიხედვით, უწყებამ მიმდინარე წლის 9 თვეში ჯამში, 64,3 მლნ ლარი გასცა. აქედან, 1, 6 მლნ ლარი პრემიის, ხოლო, 62,7 მლნ ლარი დანამატის სახით. ეს მაშინ, როდესაც შსს-მ გასული წლის 9 თვეში დანამატის სახით - 724,978 ლარი, ხოლო პრემიის სახით 0 ლარი გასცა.

რაც შეეხება კონკრეტულად სახელმწიფო უწყებებს :
  • საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია - ჯამში - 94,267 ლარი, რაც სრულად დანამატებზე მოდის. პრეზიდენტის ადმინისტრაციას მიმდინარე წელის 9 თვეში პრემია არ გაუცია;
  • მთავრობის ადმინისტრაცია - ჯამში 174 478 ლარი, აქედან - 3,750 პრემია, ხოლო, 170,728 ლარი დანამატი;
  • შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი - დანამატის სახით - 35,175 ლარი, პრემია არ გაუცია;
  • ფინანსთა სამინისტო - ჯამში , 2, 102 მლნ ლარი. აქედან 2,500 ლარი პრემია, ხოლო, 2.1 მლნ ლარი დანამატი;
  • ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო - ჯამში, 297 576 ლარი, აქედან, 37,630 ლარი პრემიაზე, ხოლო დანამატზე - 259,946 ლარი;
  • რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო - ჯამში, 61 763 ლარი. აქედან, 24,990 პრემიის, ხოლო 36,773 ლარი დანამატის სახით;
  • იუსტიციის სამინისტრო - ჯამში, 841 124 ლარი. აქედან, 20,350 ლარი პრემიაზე, ხოლო 820,774 ლარი დანამატზე;
  • ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელბისა და სოციალური დასცვის სამინისტრო - ჯამში, 3,1 მლნ ლარი. აქედან, 13,203 ლარი პრემიის სახით, ხოლო 3.1 მლნ ლარი - დანამატის;
  • საგარეო საქმეთა სამინისტრო - ჯამში, 86 959 ლარი. აქედან 20,720 ლარი პრემიაზე, დამატზე კი - 66,239 ლარი;
  • თავდაცვის სამინისტრო - უწყებას დეტალური ინფორმაცია არ აქვს აუდიტის სამსახურისთვის მიწოდებული;
  • შინაგან საქმეთა სამინისტრო - ჯამში, 64,3 მლნ ლარი. აქედან, 1.6 მლნ ლარი პრემიაზე, ხოლო 62.7 მლნ ლარი - დანამატზე;
  • გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო - 462,025 ლარი, რაც სრულად დანამატზე მოდის. უწყებას პრემია არ აქვს გაცემული.
  • განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო - ჯამში 1,4 მლნ ლარი. აქედან, 578,639 ლარი პრემიის, ხოლო 832,838 ლარი დანამატის სახით.
Print E-mail
FaceBook Twitter
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.