„სამოქალაქო მოძრაობამ“ განცხადება გაავრცელა
"სამოქალაქო მოძრაობა" ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტს (NDI) და
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტს (IRI) სრულ სოლიდარობასა და
მხარდაჭერას უცხადებს და ორგანიზაციების მხარდამჭერ განცხადებას
ავრცელებს.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, მათი ძალისხმევა დემოკრატიისა და
კანონის უზენაესობის პრინციპების განმტკიცებაში, ისე როგორც
პლურალისტული პოლიტიკური გარემოს ჩამოყალიბებაში, არის
ფასდაუდებელი.
"მიგვაჩნია, რომ ის, რასაც აკეთებს ეს ორი ორგანიზაცია წლების
მანძილზე ჩვენი ქვეყნისთვის არის უაღრესად მნიშვნელოვანი. მათი
ძალისხმევა დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის პრინციპების
განმტკიცებაში, ისე როგორც პლურალისტული პოლიტიკური გარემოს
ჩამოყალიბებაში არის ფასდაუდებელი და მათ წინააღმდეგ გალაშქრებას,
ჩვენი ქვეყნის სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯად
მივიჩნევთ. აშშ-ს წვლილი ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისა და
ინსტიტუციური მდგრადობის განმტკიცებაში არის განუზომლად დიდი, ისე
როგორც საქართველოს პროდასავლურ და ძლიერ დემოკრატიულ სახელმწიფოდ
ჩამოყალიბებაში. "კვაზი ქართული ოცნება" (პატრიოტთა ალიანსი) უკვე
მერამდენედ უპირისპირდება საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორის,
ამერიკის შეერთებული შტატების ძალისხმევას, ხელი შეუწყოს ჩვენს
ქვეყანას იბრძოლოს თავისუფლებისა და უკეთესი მომავლისთვის. ის ღიად
უჭერს მხარს ოკუპანტი ქვეყნის პოლიტიკას საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ
და ახმოვანებს „ქართული ოცნების“ ყველაზე ანტისახელწიფოებრივ
გზავნილებს. ჩვენ „სამოქალაქო მოძრაობა“ სრულ სოლიდარობასა და
მხარდაჭერას ვუცხადებთ ჩვენს პარტნიორ ორგანიზაციებს NDI -ს და IRI-ს
და ვუსურვებთ შემდგომ ნაყოფიერ საქმიანობას ორი ქვეყნის საკეთილდღეოდ"
- ნათქვამია განცხადებაში.