CO-თი ინტოქსიკაციის შედეგად
მიმდინარე კვირას 4 ადამიანი გარდაიცვალა. ამის შესახებ
ენერგოომბუდსმენმა სალომე ვარდიაშვილმა „მედიაცენტრ მთავარში"
განაცხადა.
მისივე ინფორმაციით,
გარდაცვლილებს შორის ორი უცხოეთის მოქალაქე იყო, ერთი კი
მცირეწლოვანი
.„CO-ს გაჟონვით, მიმდინარე კვირას უცხოეთის 2 მოქალაქე, ასევე
მცირეწლოვანი და დედა გარდაიცვალა. არ ყოფილა აფეთქება ან მასშტაბური
შემთხვევა, არამედ, მოხდა გაჟონვა, რაც იმას გულისხმობს, რომ შიდა
ქსელზე დარღვევები არსებობდა. ფართში განთავსებული იყო სასიკვდილო
შედეგის მქონე დანადგარი. ქსელი იმ დონეზე იყო მოწყობილი, რომ
გარდაუვალი იქნებოდა ასეთი შედეგის დადგომა. მოქალაქეებს
განსაკუთრებული სიფრთხილისკენ უნდა მოვუწოდოთ“, - აღნიშნავს
ვარდიაშვილი.
როგორც ის განმარტავს, სახიფათო
ზონებს მიეკუთვნება კერძო ტიპის დასახლებები ნაძალადევისა და სამგორის
რაიონებში. ამასთან, სახიფათო ზონაა ნავთლუღის დასახლება, სადაც
კუსტარული ქსელებია მოწყობილი.
წყარო:www.interpressnews.ge