საზოგადოება
დღეს მზის სრული დაბნელებაა მოსალოდნელი
შაბათს, 2021 წლის 4
დეკემბერს, მზის სრული დაბნელებაა მოსალოდნელი.
დაბნელების ფაზა 1 წუთი 54
წამი გაგრძელდება..
ასტროლოგების პროგნოზით, დეკემბრის დაბნელება მშვილდოსნის ენერგიებს
ააქტიურებს. ეს ნიშნავს ახალ დასაწყისს და იგი ხელსაყრელი იქნება
შემოქმედებითი თვალსაზრისით.
2021 წლის მზის სრული დაბნელება შაბათს, 4 დეკემბერს
დაიკვირვება და იგი ყველაზე კარგად დედამიწის სამხრეთ ნახევარსფეროდან
გამოჩნდება.
ჩრდილოეთ ნახევარსფეროში მცხოვრებნი კი, ამ მოვლენისთვის თვალის
დევნებას აქ შევძლებთ.
მზის დაბნელება მაშინ დაიკვირვება, როდესაც სავსე მთვარე დედამიწასა
და მზეს შორის აღმოჩნდება და იგი დედამიწასთან საკმარისად ახლოს
აღმოჩნდება იმისთვის, რომ მზის დისკო სრულად გადაფაროს. დაბნელების
დროს დამკვირვებელი მხოლოდ ვარსკვლავის გარე მოელვარე შრის — კორონას
დანახვას შეძლებს.
წელს მოვლენა ყველაზე კარგად ანტარქტიდიდან გამოჩნდება, თუმცა
დაბნელების გარკვეული ფაზების დანახვა შესაძლებელი იქნება
ავსტრალიიდან, ახალი ზელანდიიდან, არგენტინიდან და სამხრეთ
აფრიკიდანაც. მისი დასრულების შემდეგ კი მომდევნო მზის სრული
დაბნელების ხილვას 18 თვის შემდეგ, 2023 წლის 20 აპრილს შევძლებთ.
ხუთი მთავარი კითხვა მზის დაბნელების შესახებ. ტყუილი და
მართალი:
მზის დაბნელება ადამიანზე ცუდად მოქმედებს?
სავარაუდოდ, კი. NASA-ს მეცნიერები ამტკიცებენ, რომ მზის დაბნელების
ცუდი გავლენა ადამიანებზე დადასტურებული არ არის. ფიზიოლოგები მათ არ
ეთანხმებიან. კვლევების დროს დაფიქსირდა პულსის და არტერიული წნევის
ცვლილება, ძილთან დაკავშირებული პრობლემები და ადამიანებში ხასიათის
ცვლილება მზის დაბნელებამდე ცოტა ხნით ადრე, დაბნელების დროს და მზის
დაბნელების შემდეგ. მაგრამ არსებობს კარგი ამბავიც: დაბნელების დროს
ადამიანი წონაში იკლებს, ოღონდ ცოტა ხნით. გრავიტაციის გამო,
მაგალითად, ადამიანი, რომელიც 80 კილოგრამს იწონის, ამ დროს 50 გრამით
ნაკლები ხდება.
მართალია, რომ ამ დროს ტექნიკა მწყობრიდან
გამოდის?
როგორც ჩანს, კი. NASA ნავიგაციის და კომუნიკაციის სისტემებში შესაძლო
პრობლემების შესახებ აცხადებს. ულტრაიისფერი გამოსხივების მოულოდნელი
გაქრობა და შემდეგ მკვეთრი გამოჩენა სავარაუდოდ გავლენას ახდენს იონურ
სფეროზე - ატმოსფეროს თხელ, ელექტროფიცირებულ ფენაზე. ასეთ "კოსმოსური
გაუგებრობას" შეუძლია ხელი შეუშალოს თანამგზავრიდან მომავალ
სიგნალებს.
ცხოველები ამ დროს უცნაურად იქცევიან?
დიახ. მეცნიერები, ყველა დაბნელების დროს აკვირდებიან ცხოველების
ქცევას. ბოსტონელი მეცნიერების დაკვირვებამ 1932 წელს აჩვენა, რომ
ფუტკრები დაბრუნდნენ სკაში, წიწილები კი საქათმეში. 1991 წელს,
მექსიკაში გაირკვა, რომ ობობებმა თავისი მოქსოვილი ქსელები
დარღვიეს.
მზის დაბნელების გამო ბუნებრივი კატაკლიზმები მოსალოდნელია?
როგორც ჩანს, არა. ბევრ უძველეს ხალხს, სასტიკად ეშინოდა მზის
დაბნელების. იმავდროულად, ნავახოს ინდიელებს ის კოსმიური წესრიგის და
ბალანსის სიმბოლოდ მიაჩნდათ. გვალვების, შტორმების და წყალდიდობების
კავშირი დაბნელებასთან დამტკიცებული არ არის. თუმცა დედამიწაზე მისი
გავლენა მნიშვნელოვანია. NASA-ს ინფორმაციით, დედამიწის ქერქი ზმოთ
იწევს და ადამიანი, რომელიც მას აკვირდება, მზეს 40 მილიმეტრით
უახლოვდება.
ამ დროს შეიძლება დაბრმავდე?
დიახ. მზის დაბნელების ყურება დაუცველი თვალით არ შეიძლება. უკეთესია,
სპეციალური სათვალის გაკეთება. მაგრამ არის მომენტი, როდესაც სათვალის
მოხსნა შეიძლება, კერძოდ იმ დროს, როდესაც მზის დისკოს მთვარე
მთლიანად გადაეფარება.
საქართველოდან მზის დაბნელება როდის გამოჩნდება?
საქართველოში შემდეგი მზის ნაწილობრივი დაბნელება 2020 წლის 21 ივნისს
მოხდება, ხოლო მზე სრულად 2060 წლის 30 აპრილს დაბნელდება. მზის
ნაწილობრივი დაბნელება საკმაოდ ხშირად და ბევრი ადგილიდან ჩანს (ხდება
მაშინ, როდესაც მზე და მთვარე დედამიწის წრფეზე ზუსტად არ არიან
განლაგებულნი და მთვარე მხოლოდ ნაწილობრივ აბნელებს მზეს), თუმცა
სრული დაბნელება ძალიან იშვიათი მოვლენაა.
გააზიარეთ :