ასაკობრივი შეზღუდვა აზარტული თამაშების დროს, რეკლამის აკრძალვა, ოჯახის წევრის ჩარევით სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე პირისთვის თამაშის აკრძალვა - ეს იმ ინიციატივის ნაწილია, რომელიც მთავრობის სხდომაზე გაჟღერდა.
საქართველოს ხელისუფლება აზარტული თამაშების ბიზნესის მკაცრი შეზღუდვისთვის ემზადება. პრემიერ მინისტრის განცხადებით, რეგულაციების მიხედვით, ერთ მილიონამდე სრულწლოვანს შეეზღუდება თამაში. რას ფიქრობენ ბორჯომში და როგორ აფასებენ მთავრობის ამ ინიციატივას, გავიგოთ ხალხის აზრი.