მწვანე ბარათი და ახალი გამოწვევები ბორჯომის კერძო ობიექტებში
16:55 / 08.12.2021
ქვეყანაში, მწვანე ბარათის
ამოქმედებიდან 10 დღის შემდეგ კვების ობიექტები იმ გამოწვევებზე
საუბრობენ, რაც მათ ახალმა რეგულაციამ შეუქმნა.
მომხმარებლების რაოდენობის შემცირება, ფინანსური ზარალი და დამატებითი
ვალდებულებები, ეს ის ძირითადი საკითხებია, რასაც ხაზგასმით
აღნიშნავენ ბორჯომში კერძო ობიექტების წარმომადგენლები. შეგახსენებთ,
მთავრობის ინიციატივით, 1-ელი დეკემბრიდან, რესტორნების, კაფეების და
ბარების ღია და დახურულ სივრცეებში, კინოთეატრებში, თეატრებში,
ოპერაში, მუზეუმებში, საკონცერტო დარბაზებში, გასართობ ცენტრებში,
სამორინეებსა და სათამაშო ბიზნესის ობიექტებზე, სპა-ცენტრებში,
ფიტნეს-დარბაზებში, სასტუმროებში და ასევე სამთო კურორტების -
საბაგირო გზებზე ვერ შეხვალთ თუ მწვანე სტატუსი არ გექნებათ. როგორ
მუშაობს კოვიდ ბარათის პრინციპი ბორჯომში, ნახეთ სიუჟეტში.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.