საზოგადოება
შსს-მ სისხლის სამართლის საქმე აღძრა პარლამენტთან განვითარებულ მოვლენებზე
შინაგან საქმეთა სამინისტრომ პარლამენტთან საპროტესტო აქციაზე განვითარებულ მოვლენებზე სისხლის სამართლის საქმე აღძრა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა და 187-ე მუხლებით დაიწყო, წერია უწყების პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

353-ე პრიმა მუხლის თანახმად, სამართალდამცავზე თავდასხმა ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით 6 თვიდან 2 წლამდე, ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით 2-დან 5 წლამდე. იგივე ჯგუფის მიერ ჩადენილი ქმედება ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით 4-დან 7 წლამდე;

187-ე მუხლის მიხედვით, ნივთის დაზიანება ან განადგურება ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით 100-დან 180 საათამდე, ან გამოსასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე, ან შინაპატიმრობით 6 თვიდან 2 წლამდე, ან თავისუფლების 1-დან 3 წლამდე აღკვეთით.
გარდა ამისა, პოლიციამ წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის დაუმორჩილებლობისთვის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით აქციის მონაწილე 66 ადამიანი დააკავა.
Print E-mail
FaceBook Twitter
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.