საზოგადოება
რა ეღირება 1 აშშ დოლარი და ევრო ორ მაისს
01 / მაისი 2023
რა ეღირება 1 აშშ დოლარი და ევრო ორ მაისს
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4940 ლარი გახდა.
გერმანიაში სეზონურად დასაქმების პროგრამაში სულ 1,500 პირზე გაიცა სამუშაო ნებართვა
01 / მაისი 2023
გერმანიაში სეზონურად დასაქმების პროგრამაში სულ 1,500 პირზე გაიცა სამუშაო ნებართვა
ჯანდაცვის სამინისტრომ დასაქმების პოლიტიკის ანგარიში წარადგინა, რომელშიც 2022 წელს უწყების მიერ ქვეყანაში დასაქმების გაზრდისთვის გატარებული ღონისძიებები არის აღწერილი. დოკუმენტში ასევე საუბარია საერთაშორისო თანამშრომლობის პროგრამებზეც, რომელთა ფარლებშიც უცხოეთში ქართველთა ლეგალური დასაქმება ხდება.

ამ მხრივ ყველაზე მასშტაბური გერმანიაში სეზონურად დასაქმების პროგრამა იყო. ორ ქვეყანას შორის ამ მიმართულებით პარტნიორობის შეთანხმებას 2020 წლის თებერვალში მოეწერა ხელი. პროგრამის პრაქტიკული განხორციელება კი 2021 წლის 15 თებერვლიდან დაიწყო, როდესაც გაიხსნა რეგისტრაცია სპეციალურ ელექტრონულ პლატფორმაზე workabroad.moh.gov.ge, ხსენებული შეთანხმების ფარგლებში დასაქმების მსურველი საქართველოს მოქალაქეებისათვის.

“2020-2022 წლებში, სააგენტოს ხელშეწყობით ღია შრომის ბაზარზე დასაქმდა 17 365 სამუშაოს მაძიებელი, აქედან 12 645 - 2022 წელს. გარდა ამისა, 29 323 სოციალურად დაუცველ სამუშაოს მაძიებელს მიეცა შესაძლებლობა ემუშავა საზოგადოებრივ სამუშაოებზე (პროგრამა ამოქმედდა 2022 წლის პირველი მარტიდან), ხოლო 1 539 პირზე გაიცა სამუშაო ნებართვა გერმანიის დასაქმების სააგენტოს მიერ, გერმანიაში სეზონურ სამუშაოებზე დასაქმების მიზნით, ხოლო 18 პირი დასაქმდა ისრაელში ხანდაზმულთა ხანგრძლივი მოვლის დაწესებულებებში (ისრაელში დროებითი, ლეგალური დასაქმების სქემა ამოქმედდა 2022 წლის მეორე ნახევარში.)

2022 წლიდან პროგრამაში გაჩნდა ახალი კომპონენტი, გერმანელ დამსაქმებლებს მიეცათ საშუალება საქართველოს მოქალაქეებთან უშუალოდ დაემყარებინათ კომუნიკაცია და მიეწვიათ გერმანიაში სეზონურ სამუშაოებზე დასაქმების მიზნით. აღნიშნული კომპონენტის გაჩენით სქემა გახდა უფრო მოქნილი და უფრო მეტ მოქალაქეს მიეცა საშუალება ჩართულიყო პროგრამაში. დამსაქმებლებისგან სახელობითად მოთხოვნილ სამუშაოს მაძიებლები უფრო მოკლე დროში, შედარებით ნაკლები პროცედურების გავლით მიემგზავრებოდნენ და საქმდებოდნენ გერმანიაში. 2022 წელს 1 231 საქართველოს მოქალაქეს მიეცა საშუალება ესარგებლა აღნიშნული სქემით და ჩართულიყო სოფლის მეურნეობის სექტორის სეზონურ სამუშაოებზე,”- ნათქვამია პარლამენტისთვის წარდგენილ ანგარიშში.
წყარი:bm.ge
სუს-ი - დაკავებულია პირი, რომელიც ფოთში რადიაქტიური მასალის გასაღებას 2 000 000 აშშ დოლარის სანაცვლოდ გეგმავდა
01 / მაისი 2023
სუს-ი - დაკავებულია პირი, რომელიც ფოთში რადიაქტიური მასალის გასაღებას 2 000 000 აშშ დოლარის სანაცვლოდ გეგმავდა
საქართველოში დააკავეს ერთი პირი, რომელიც საგამოძიებო უწყებების ინფორმაციით, ქვეყანაში რადიაქტიური ნივთიერების -ურანის გაყიდვას ცდილობდა. მას ხუთიდან ათ წლამდე პატიმრობა ემუქრება.
ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფლებში შიდა საუბნო გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს
01 / მაისი 2023
ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფლებში შიდა საუბნო გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს
ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფლებში შიდა საუბნო გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
ამ ეტაპზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს სოფელ დგვარსა და ჭობისხვებში.




სოფელ დგვარში გზის რეაბილიტაცია ორ ეტაპად განხორციელდა და ჯამში, 1 კმ არმირებული ბეტონის საფარიანი გზა მოეწყო. პროექტი ითვალისწინებს, სანიაღვრე არხის და ეზოებამდე მისასვლელი გზის მოწყობას.

ხოლო, ჭობისხევში საჯარო სკოლის უკან მდებარე უბანში არმირებული ბეტონის საფარიანი გზა დაიგება.
ამ დროისათვის გზის დამცავი კედლების მოწყობა მიმდინარეობს.



უახლოეს დღეებში გზის რეაბილიტაცია დაიწყება სოფელ დვირში და ქვაბისხევში.

მიმდინარე წელს ბორჯომის მუნიციპალიტეტში ჯამში, 9 კმ-მდე შიდა საუბნო და საქალაქთაშორისო გზა მოეწყობა.


გზების კეთილმოწყობის სამუშაოები, ბორჯომის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან და რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება.
თბილისში აქონდროპლაზიის მქონე ბავშვების მშობლების აქცია იმართება
29 / აპრილი 2023
თბილისში აქონდროპლაზიის მქონე ბავშვების მშობლების აქცია იმართება
მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან აქონდროპლაზიის მქონე ბავშვების მშობლების და მათი მხარდამჭერების აქცია იმართება.
ჯავახეთის და აჭარის სათემო რეინჯერების პროექტის დახურვის ღონისძიება გაიმართა
29 / აპრილი 2023
ჯავახეთის და აჭარის სათემო რეინჯერების პროექტის დახურვის ღონისძიება გაიმართა
28 აპრილს აჭარის და ჯავახეთის სათემო რეინჯერების პროექტის დახურვის ღონისძიება გაიმართა.
სურსათის ეროვნული სააგენტო ბორჯომში ადგილობრივ ბიზნეს ოპერატორებს შეხვდა
28 / აპრილი 2023
სურსათის ეროვნული სააგენტო ბორჯომში ადგილობრივ ბიზნეს ოპერატორებს შეხვდა
2023 წლის 1 ივნისიდან, HACCP-ის სტანდარტი სურსათის მწარმოებელი ყველა ბიზნესოპერატორისთვის სავალდებულო იქნება.
როდის დასრულდება გაზიფიცირების სამუშაოები ბორჯომის ოთხ სოფელში
28 / აპრილი 2023
როდის დასრულდება გაზიფიცირების სამუშაოები ბორჯომის ოთხ სოფელში

ბორჯომის მუნიციპალიტეტის ოთხი სოფლის გაზიფიცირება დაიწყო.

აღმოსავლეთ სარდლობის სერჟანტი ერთ-ერთ ობიექტზე გარდაცვლილი იპოვეს - თავდაცვის სამინისტრო
28 / აპრილი 2023
აღმოსავლეთ სარდლობის სერჟანტი ერთ-ერთ ობიექტზე გარდაცვლილი იპოვეს - თავდაცვის სამინისტრო
უწყების ცნობით, გარდაცვლილი თავდაცვის ძალების აღმოსავლეთ სარდგლობის სერჟანტი, 1978 წელს დაბადებული პირია.
ბორჯომში რამდენიმე მიმართულებით ტრანსპორტირების ტარიფი დაკორექტირდა
27 / აპრილი 2023
ბორჯომში რამდენიმე მიმართულებით ტრანსპორტირების ტარიფი დაკორექტირდა
ბორჯომში მუნიციპალური ტრანსპორტის ტარიფების კორექტირება მოხდა.
სხვა სტატიები
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.