სუს-ი - დაკავებულია პირი, რომელიც ფოთში რადიაქტიური მასალის გასაღებას 2 000 000 აშშ დოლარის სანაცვლოდ გეგმავდა
საქართველოში დააკავეს ერთი პირი,
რომელიც საგამოძიებო უწყებების ინფორმაციით, ქვეყანაში რადიაქტიური
ნივთიერების -ურანის გაყიდვას ცდილობდა. მას ხუთიდან ათ წლამდე
პატიმრობა ემუქრება.
"რადიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე
წარმოდგენილი მასა, რომელიც ჩხრეკის დროს იქნა ამოღებული, შეიცავს
რადიაქტიურ ნივთიერება ურანს და მიეკუთვნება ბირთვულ მასალათა
კატეგორიას", - წერია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის
პრესსამსახურის გავრცელებულ ინფორმაციაში.
უწყებაში აცხადებენ, რომ საგამოძიებო მოქმედებები საქართველოს
პროკურატურის თანამშრომლებთან ერთად ჩატარდა - "დაკავებული პირი ქალაქ
ფოთში რადიაქტიური მასალის გასაღებას 2 000 000 აშშ დოლარის სანაცვლოდ
გეგმავდა, რა დროსაც მოხდა მისი დაკავება".
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 230-ე მუხლის
პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც "რადიაქტიური ნივთიერების უკანონო
მოპყრობას" გულისხმობს.