სამცხე-ჯავახეთის პოლიციის
დეპარტამენტის ბორჯომის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ნ.მ.
ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭობისხევის მიმდებარე ტერიტორიაზე,
გადამოწმების მიზნით, ავტომანქანით გადაადგილების დროს შეაჩერეს.
პოლიციამ, მისი პირადი ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცების სახით ამოიღო
„საიგას“ ფირმის ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდი და 10 საბრძოლო
ვაზნა.