თბილისში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს
გლდანში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს.
შსს-ს მიერ გავრცელებული ინფომაციით, ჩატარებული ოპერატიული და
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დააკავეს 1990 წელს
დაბადებული ვ.გ., ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების
ბრალდებით.
დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას
ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა გლდანში,
ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღით ჭრილობები მიაყენა 2000
წელს დაბადებულ გ.მ.-ს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი
მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი სამედიცინო
დახმარება გაეწია.
სამართალდამცველებმა ვ.გ. მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს.
პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღო.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის 1-ლი
ნაწილით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას
გულისხმობს.