პანდემიასთან ბრძოლაში აშშ–მ საქართველოს სამედიცინო აღჭურვილობა გადასცა
პანდემიასთან ბრძოლაში ქართველი
მედიცინის პროფესიონალების დასახმარებლად ამერიკის მთავრობამ
დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს სპეციალური აღჭურვილობა
გადასცა.
აღჭურვილობის გადაცემა აშშ-ის ევროპული სარდლობის ჰუმანიტარული
დახმარების პროგრამის ფარგლებში მოხდა.
აშშ-ის საელჩოს ცნობით, საქართველოს გადაეცა:
2 სამაცივრე ავტომობილი ($160 000)
20 000 შპრიცი ვაქცინირებისთვის ($74 983.94)
100 ცივი შენახვის ყუთი ($42 640)
130 ტემპერატურის მონაცემთა აღმრიცხველი ($22 006)
220 შპრიცის უსაფრთხოების ყუთი ($10 353.20)