არასრულწლოვანზე სექსუალური ხასიათის დანაშაულის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
სამეგრელოში არასრულწლოვან ბიჭზე
სექსუალური ხასიათის დანაშაულის ბრალდებით ერთი პირი
დააკავეს.შემთხვევა სამეგრელოში მოხდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის
140-ე მუხლით დაიწყო, რაც 16 წლის ასაკს მიუღწევლის სხეულში
სექსუალური ხასიათის შეღწევას გულისხმობს.
დანაშაული შვიდიდან 9 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.