საზოგადოება
პოლიციამ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღო - დაკავებულია 6 პირი
პოლიციამ თბილისსა და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღო, დაკავებულია 6 პირი.

უწყების ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის, სამეგრელო - ზემო სვანეთის, იმერეთისა და გურიის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ბოლო პერიოდში ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისსა და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს - დაკავებულია 6 პირი, 1 კი მხილებულია.

„დანაშაული 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად წარსულში ნასამართლევი 1984 წელს დაბადებული გ.ნ. დააკავეს.

სამართალდამცველებმა, ბრალდებულის პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად სანადირო თოფი, ხელყუმბარა, ამფეთქი ფალია და ნარკოტიკული საშუალება ,,მარიხუანა’’ ამოიღეს.

თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების მთავარი სამმართველოსა და საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1981 წელს დაბადებული ა.პ. დააკავეს.

სამართალდამცველების მიერ ჩატარებული ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცებად ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღი, ხმის ჩამხშობი მაყუჩი და 35 ვაზნა.

გურიის პოლიციის დეპარტამენტის ოზურგეთისა და ჩოხატაურის რაიონული სამმართველოების თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად 2 პირი დააკავეს. სამართალდამცველებმა 1990 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ნ.კ.-ს პირადი ჩხრეკისას, პისტოლეტი, მჭიდი და 7 ვაზნა ამოიღეს.

ხოლო, 1964 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი და ასევე ოჯახის წევრის მიმართ მუქარის ბრალდებით დაკავებული ი.ო.- სგან, ნივთმტკიცების სახით ამოღებულია ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი და ვაზნა.

სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ფოთის საქალაქო და ჩხოროწყუს რაიონული სამმართველოების თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1981 წელს დაბადებული ზ.ს. დააკავეს, ხოლო 1971 წელს დაბადებული პირი ამხილეს.

სამართალდამცველების მიერ ჩატარებული ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცებად ამოღებულია: 2 პისტოლეტი, მჭიდი და 2 ვაზნა.
იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1992 წელს დაბადებული ლ.გ. დააკავეს.

სამართალდამცველებმა ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას რევოლვერი და 4 ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღეს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე და 11 პრიმა 151-ე და 273-ე (პრიმა) მუხლებით მიმდინარეობს“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
Print E-mail
FaceBook Twitter
ამავე კატეგორიაში
„საერთაშორისო გამჭვირვალობა
-საქართველო“ 28 ნოემბრიდან აქციებზე დაკავებულ მომიტინგეთა შესახებ
ინფორმაციას აქვეყნებს.
19:09 / 06.12.2024
„საერთაშორისო გამჭვირვალობა -საქართველო“ 28 ნოემბრიდან აქციებზე დაკავებულ მომიტინგეთა შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს.
თბილისის საქალაქო სასამართლომ
“კოალიცია ცვლილებისთვის” ლიდერი, ნიკა გვარამია ადმინისტრაციულ
სამართალდამრღვევად ცნო და სახდელის სახით 12 დღიანი ადმინისტრაციული
პატიმრობა შეუფარდა.
14:52 / 06.12.2024
თბილისის საქალაქო სასამართლომ “კოალიცია ცვლილებისთვის” ლიდერი, ნიკა გვარამია ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და სახდელის სახით 12 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.
„დაავადებათა კონტროლის ეროვნული
ცენტრი Linkedin-ის გვერდზე წერს, რომ სავსეები არიან
კორუმპირებული,
11:03 / 06.12.2024
„დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი Linkedin-ის გვერდზე წერს, რომ სავსეები არიან კორუმპირებული,
ოცნება“ დღეს გახდა უარესი, ვიდრე
სააკაშვილის პერიოდი , - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა,
სალომე ზურაბიშვილმა „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ეთერში საქართველოს
მესამე პრეზიდენტ, მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას განაცხადა.

როგორც პრეზიდენტი განმარტავს, „ქართულ ოცნებას“ ერთი სული აქვს
მიხეილ სააკაშვილი იყოს მუდმივად მათი ერთადერთი ოპონენტი.
22:43 / 05.12.2024
ოცნება“ დღეს გახდა უარესი, ვიდრე სააკაშვილის პერიოდი , - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ეთერში საქართველოს მესამე პრეზიდენტ, მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას განაცხადა.

როგორც პრეზიდენტი განმარტავს, „ქართულ ოცნებას“ ერთი სული აქვს მიხეილ სააკაშვილი იყოს მუდმივად მათი ერთადერთი ოპონენტი.
რუსთაველის გამზირზე აქციის
მონაწილეები იკრიბებიან. აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირი
გადაკეტეს.
19:39 / 05.12.2024
რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეები იკრიბებიან. აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირი გადაკეტეს.
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
«« დეკემბერი 2024 »»
252627282930 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31 12345
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.