საზოგადოება
ცხვარიჭამიაში დაბადების დღეზე 20 წლის ბიჭის მკვლელობაში ბრალდებულს 14 წელი მიუსაჯეს
მცხეთის რაიონულმა სასამართლომ ცხვარიჭამიაში 20 წლის მირიან კუკავას მკვლელობის საქმეზე ბრალდებულ დავით ჯიჯეიშვილს 14-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. 2022 წლის 28 ივლისს დაბადების დღის წვეულებაზე მომხდარ დანაშაულზე ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

დავით ჯიჯეიშვილს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით ჰქონდა წაყენებული: განზრახ მკვლელობისთვის (108-ე მუხლით) და დანით ჩადენილი ჯგუფური ხულიგნობისთვის (239-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილით). მას 10-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრებოდა.
პროკურატურის პრესსამსახურის ინფორმაციით, ამ საქმეზე სასაამართლომ დამნაშავედ ცნო ხულიგნობის ბრალდებით დაკავებულ ორ ადამიანს - მათ სამი წლით და ექვსი თვით და ორი წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

ამავე საქმეზე დაკავებული იყო კიდევ რამდენიმე ადამიანი. მათ შორის სამს ჰქონდა ჯგუფური ხულიგნობის ბრალდება (239-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით - ორიდან ხუთ წლამდე პატიმრობა), ორს ცრუ ინფორმაციის მიწოდებისა (370-ე მუხლის მესამე ნაწილით) და მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის (376-ე მუხლის პირველი ნაწილით). მათ სამიდან შვიდ წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

28 ივლისს ცხვარიჭამიაში 20 წლის ახალგაზრდა კაცი მოკლეს. რამდენიმე საათში ამ საქმეზე დააკავეს შვიდი ადამიანი. მათ გამოძიება ხულიგნობას, ცრუ ინფორმაციის მიწოდებასა და დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავება. დაკავებულები არიან ის ადამიანები, რომლებიც მკვლელობის დღეს, დაბადების დღის წვეულებაზე იყვნენ.

22 წლამდე ახალგაზრდა კაცი პოლიციამ განზარახ მკვლელობის ბრალდებით 29 ივლისს დააკავა. გამოძიების ვერსიით, დაკავებულმა მიმდინარე წლის 28 ივლისს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღით გულ-მკერდის არეში დაზიანება მიაყენა 2002 წელს დაბადებულ მირიან კუკავას და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. კუკავა მიყენებული ჭრილობის შედეგად გარდაიცვალა.

დავით ჯიჯეიშვილმა სასამართლო სხდომაზე ბრალი ნაწილობრივ აღიარა.

ფოტო: ფორმულა
წყარო: რადიო თავისუფლება

Print E-mail
FaceBook Twitter
ამავე კატეგორიაში
ბორჯომის ცენტრალური ისტორიული
პარკის დირექტორმა საკრებულოს სხდომაზე სეზონი შეაჯამა.
15:31 / 22.09.2023
ბორჯომის ცენტრალური ისტორიული პარკის დირექტორმა საკრებულოს სხდომაზე სეზონი შეაჯამა.
ბორჯომის მუნიციპალიტეტის 2023 წლის
ბიუჯეტში ცვლილებები შევიდა.
15:17 / 22.09.2023
ბორჯომის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტში ცვლილებები შევიდა.
გარემოს დაცვისა და სოფლის
მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის
თანამშრომლები 4 სექტემბრიდან თბილისში, რუსთავში, ქუთაისსა და
ბათუმში მოძრავი ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის
კონტროლს ახორციელებენ.
12:59 / 22.09.2023
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლები 4 სექტემბრიდან თბილისში, რუსთავში, ქუთაისსა და ბათუმში მოძრავი ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის კონტროლს ახორციელებენ.
საქართველოს გენერალურმა
პროკურატურამ „კანონიერი ქურდობისთვის“, „ქურდული სამყაროს“
წევრობისთვის, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერისა და
,,კანონიერი ქურდისთვის/ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვის
ფაქტებზე, 15 პირს ბრალდება წარუდგინა.
09:44 / 22.09.2023
საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ „კანონიერი ქურდობისთვის“, „ქურდული სამყაროს“ წევრობისთვის, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერისა და ,,კანონიერი ქურდისთვის/ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვის ფაქტებზე, 15 პირს ბრალდება წარუდგინა.
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება
2.6879 ლარი გახდა.
16:19 / 21.09.2023
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6879 ლარი გახდა.
ინტერაქტივი
დაზიანებული ატრაქციონები, ჩამსხვრეული ლამპიონები, გატეხილი სკამები და მოშლილი ინფრასტრუქტურა - ასეთია ვანდალიზმის შემთხვევების შედეგები ბორჯომში.
პანდემიის დროს მთელს მსოფლიოში მნიშვნელოვნად შემცირდა ბავშვთა რუტინული იმუნიზაციის მაჩვენებლები.
დღის ამბები
ახალი სასწავლო წელი სკოლებში - რეაბილიტირებული მეოთხე საჯარო სკოლა საზეიმოდ გაიხსნა;
ბორჯომში კოსტავას სახელობის სკვერის და მოედნის რეაბილიტაცია დასრულდა;
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.