საზოგადოება
2008 წლის ომთან დაკავშირებით ევროპულმა სასამართლომ ინდივიდუალური ინდივიდუალური საჩივრების განხილვა დაიწყო
,,როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს წინაშე იცავს 2008 წლის აგვისტოს ომის დროს 350-ზე მეტ დაზარალებულ ადამიანს. საიას ჯამში 53 საჩივარი აქვს წარდგენილი, რომელიც ომის დროს რუსეთის ფედერაციის მხრიდან ევროპული კონვენციით გათვალისწინებული სხვადასხვა უფლების დარღვევას შეეხება.

2022 წლის 07 თებერვალს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსგან მიღებული კომუნიკაციის თანახმად, სასამართლომ 2008 წლის ომთან დაკავშირებით ინდივიდუალური საჩივრების არსებითი განხილვა დაიწყო. კერძოდ, სასამართლომ ინდივიდუალურად წარდგენილ 59 საჩივართან (ჯიოშვილი რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ და 58 სხვა საჩივარი) დაკავშირებით რუსეთის ფედერაციას კითხვებით მიმართა. განსახილველ საქმეებს შორის არის საიას მიერ გაგზავნილი 12 საჩივარი, რომელიც 78 ადამიანის ინტერესების დაცვას ეხება.



ხაზგასასმელია, რომ, როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, 2021 წლის 21 იანვარს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდმა პალატამ გამოაცხადა გადაწყვეტილებასახელმწიფოთაშორის საქმეზე საქართველო რუსეთის წინააღმდეგ (II) (no. 38263/08), რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის დროს რუსეთის ფედერაციის მხრიდან განხორციელებულ დარღვევებს შეეხება.

სასამართლომ ამ გადაწყვეტილებაში სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის ანგარიშებზე დაყრდნობით, აღნიშნა, რომ საქართველოს მოქალაქეთა უდიდესი ნაწილი, რომელმაც კონფლიქტის პერიოდში მათი საცხოვრებელი სახლები დატოვა, ცხოვრებას აგრძელებდა საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე და სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების მიერ არ ეძლეოდათ საკუთარ სახლებში დაბრუნების შესაძლებლობა. ის ფაქტი, რომ ეთნიკურად ქართველების სახლები მდებარეობდა რუსეთის ეფექტიანი კონტროლის ქვეშ მოქცეულ ტერიტორიაზე და რუსეთი ეფექტიან კონტროლს ახორციელებდა ადმინისტრაციულ საზღვარზე, სასამართლოსთვის საკმარისი აღმოჩნდა, რუსეთისა და საქართველოს მოქალაქეებს შორის იურისდიქციული კავშირის დასადგენად (§§ 292-95).

სასამართლოს განმარტებით, საკუთარ სახლებში დაბრუნების შეუძლებლობა წარმოადგენს ადმინისტრაციულ პრაქტიკას, რომელიც ქართველების მიმართ კვლავ გრძელდება. შესაბამისად, სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებას და ასევე, რუსეთის ფედერაციას, როგორც ამ ტერიტორიებზე ეფექტიანი კონტროლის განმახორციელებელ სახელმწიფოს, კონვენციით ეკისრება ვალდებულება, ქართული წარმოშობის მცხოვრებლებისთვის სახლებში დაბრუნების უფლება მისცეს"-ნათქვამია საიას მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


Print E-mail
FaceBook Twitter
ამავე კატეგორიაში
“გადავდივართ ყველანი ერთად ახალ
ეტაპზე იმ ძირითადი მოთხოვნისა - რასაც ჰქვია ახალი არჩევნების
დანიშვნა“, - განაცხადა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სასახლეში
გამართულ ბრიფინგზე, რომელიც ოპოზიციური პარტიებისა და არასამთავრობო
სექტორის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრას მოჰყვა.
19:08 / 21.12.2024
“გადავდივართ ყველანი ერთად ახალ ეტაპზე იმ ძირითადი მოთხოვნისა - რასაც ჰქვია ახალი არჩევნების დანიშვნა“, - განაცხადა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სასახლეში გამართულ ბრიფინგზე, რომელიც ოპოზიციური პარტიებისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრას მოჰყვა.
დროა, ჩვენმა პარტნიორებმა ახალი
არჩევნები მოითხოვონ, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი, სალომე
ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
12:20 / 21.12.2024
დროა, ჩვენმა პარტნიორებმა ახალი არჩევნები მოითხოვონ, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
თბილისსა და რეგიონებში, დღეს, 20-ზე
მეტი აქცია-მსვლელობა იგეგმება. მსვლელობებს, თბილისში მთელი დღის
განმავლობაში, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, სხვადასხვა
ლოკაციიდან გამართავენ.
09:44 / 21.12.2024
თბილისსა და რეგიონებში, დღეს, 20-ზე მეტი აქცია-მსვლელობა იგეგმება. მსვლელობებს, თბილისში მთელი დღის განმავლობაში, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, სხვადასხვა ლოკაციიდან გამართავენ.
ახალციხეში, სამი წლის მარიამის
დასახმარებლად თანხა სრულად ერთ საათში შეგროვდა.
20:53 / 20.12.2024
ახალციხეში, სამი წლის მარიამის დასახმარებლად თანხა სრულად ერთ საათში შეგროვდა.
ნაძვის ხის და საახალწლო ილუმინაციების საზეიმოდ
ანთებას ბორჯომის მუნიციპალიტეტი
13:52 / 18.12.2024
ნაძვის ხის და საახალწლო ილუმინაციების საზეიმოდ ანთებას ბორჯომის მუნიციპალიტეტი
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.