ახალი ამბები
ახალციხეში 3 წლის ბავშვის კლინიკიდან გამოსაწერად 909 ლარი მოქალაქეებმა შეაგროვეს
ახალციხეში, სამი წლის მარიამის
დასახმარებლად თანხა სრულად ერთ საათში შეგროვდა.
დამატებით თანხა, რაც ანგარიშზე დაირიცხება, მარიამის ოჯახს გადაეცემა
- ინფორმაციას ამის შესახებ "სამხრეთის კარიბჭე"
ავრცელებს.
"სამხრეთის კარიბჭეს" დირექტორი გულო კოხოძე სოციალურ ქსელში წერს:
"ახლა, ახალციხეში კონცერტი მიმდინარეობს, სადაც მომღერალს 18
ათასს უხდიან. ერთი საათის წინ კი ახალციხეში სამი წლის ბავშვისთვს
დაირაზმა ხალხი საავადმყოფოდან გამოყვანის ფული რომ აგვეგროვებინა 909
ლარი".
ცნობისთვის, რეპატრირებული მესხების შვიდსულიან ოჯახს, მცირეწლოვანი
მარიამი კლინიკიდან ხელწერილით დღეს, 20 დეკემბერს გამოატანეს, რადგან
მშობლებს თანხის გადახდის შესაძლებლობა არ ჰქონდათ.
წყარო: სამხრეთის კარიბჭე
გააზიარეთ :