ახალი ამბები
ბორჯომი-ახალციხის გზაზე ავარიას ორი ადამიანი ემსხვერპლა
დღეს, 16 დეკემბერს, ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ მუგარეთთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ინფორმაციას "სამხრეთის კარიბჭე" ავრცელებს.

შემთხვევის ადგილზე მისულ სასწრაფო დახმარების ჯგუფს ავტომანქანაში მჯდომი ორი პირი დაღუპული დახვდა. ერთი დაშავებული ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალშია გადაყვანილი.

თვითმხილველების ინფორმაციით, სავარაუდოდ, „ჰონდას“ მარკის ავტომობილი გასწრების მანევრს ასრულებდა, რა დროსაც საჭე ვერ დაიმორჩილა, სავალი ნაწილიდან გადავიდა, ბოლოს კი ხეს შეეჯახა.

მომხდარზე შსს–მ გამოძიება სსკ–ს 276–ე მუხლის მერვე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
Print E-mail
FaceBook Twitter
«« დეკემბერი 2024 »»
252627282930 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31 12345
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.