კელი დეგნანი- დღეს თქვენთან ერთად ვზეიმობთ თქვენს თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას
10:12 / 26.05.2020
საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი
დეგნანი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. საელჩოს მიერ
გავრცელებულ ვიდეომიმართვაში აღნიშნულია, რომ საქართველოსა და აშშ-ს
მტკიცე მეგობრობა აკავშირებს, რომელიც საერთო ღირებულებებს,
დემოკრატიასა და ტოლერანტობასა ეფუძნება-.
"გამარჯობა, მე კელი დეგნანი ვარ. ამერიკის შეერთებული შტატების
საელჩოს სახელით მსურს, გულითადად მოგილოცოთ ქართველ ხალხს
დამოუკიდებლობის დღე. საქართველო და აშშ თავისუფლებისა და
თანასწორობის ღრმა სიყვარულს იზიარებს. 1918 წლის დამოუკიდებლობის
აქტში ასახულ ამ ორ ფუნდამენტურ ღირებულებას ქართველი ხალხი სათუთად
უფრთხილდება.
ეს აქტი თანაბრად უზრუნველყოფს პოლიტიკურ უფლებებს საქართველოს
თითოეული მოქალაქისთვის, მიუხედავად მათი ეროვნებისა, მრწამსისა,
სოციალური სტატუსისა თუ სქესისა. ეს პრინციპები კარგად ნაცნობია ყველა
ამერიკელისთვის. ქართველებსა და ამერიკელებსაც უბრძოლიათ და თავი
გაუწირავთ თავისუფლების, დამოუკიდებლობისა და თანასწორობისთვის.
ჩვენს ქვეყნებს შორის კვლავაც ღრმა, მდიდარი და მტკიცე მეგობრობა
არსებობს იმიტომ, რომ ის ჩვენს ესოდენ ძვირფას, საერთო ღირებულებებს
ეფუძნება-თავისუფლებას, დემოკრატიას, ტოლერანტობასა და დაუღალავ
შრომას. როგორც პარტნიორები, თითქმის 30 წელია, ვზეიმობთ საქართველოს
წინსვლას მის დემოკრატიულ გზაზე. როგორც საქართველოს მტკიცე
მეგობრები,
დღეს თქვენთან ერთად ვზეიმობთ თქვენს თავისუფლებასა და
დამოუკიდებლობას. დიდი მადლობა და გილოცავთ დამოუკიდებლობის
დღეს",-აცხადებს კელი დეგნანი ვიდეომიმართვაში.
პარლამენტის ინფორმაციით, დღეს, 2
მაისს, პარლამენტში დაგეგმილი ღონისძიებები (ბიუროს და პლენარული
სხდომები) არ გაიმართება. შენობაში უსაფრთხოების წითელი დონე 2 მაისს
14.00 საათამდე იმოქმედებს.
საქართველოს თავდაცვის ძალების
დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, რომელიც ვაზიანის საწვრთნელ ბაზაზე
გაიმართა, 100-მა ჯარისკაცმა ფიცი დადო ქვეყნის უმაღლესი
მთავარსარდლის,
საქართველოს პარლამენტის შენობის წინ
„ქართული ოცნების“ „საერთო სახალხო შეკრებაზე“ სიტყვით გამოდიან
მმართველი პარტიის ლიდერები. ღონისძიების წამყვანია საპარლამენტო
უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე, სწორედ, ის იყო სხდომაზე
პირველი გამომსვლელი.
თითქმის 10-საათიანი მუხლობრივი
განხილვის შემდეგ, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა “უცხოური
გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მეორე მოსმენით მხარი
დაუჭირა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.