"ქართული ოცნება" 29%, ენმ 10%, - NDI-ს კვლევის შედეგები
ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის კვლევის თანახმად, კითხვაზე
"რომელი პარტია დგას თქვენს შეხედულებებთან ახლოს" შედეგები ასე
გადანაწილდა.
გამოკითხულთა 38% ამბობს, რომ არცერთი პარტია;
29% "ქართულ ოცნებას" მიიჩნევს;
28%-ს არ აქვს მეორე არჩევანი;
10% მხარს "ერთიანი ნაციონალურ მოძრაობას" უჭერს;
4% მიიღი "პატრიოტთა ალიანსმა" და 3% "ლეიბორისტულმა პარტიამ".
საველე სამუშაოები მთელი ქვეყნის მასშტაბით (გარდა ოკუპირებული
ტერიტორიებისა) ჩატარდა 2017 წლის 7 – 28 აპრილის პერიოდში,
გამოიკითხა 2,493 ინტერვიუერი. საშუალო ცდომილების ზღვარი არის 2.7
+/- %.
კვლევა NDI-ის დაკვეთით CRRC-საქართველოს მიერ ჩატარდა, რომელიც
ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური
ხელშეწყობით.