საქართველოში ევროპის დღეები იწყება
7-დან 25 მაისის ჩათვლით საქართველოში ევროპის დღეებისადმი მიძღვნილი
ღონისძიებები გაიმართება.
დღეები 7 მაისს რიყის პარკში ღონისძიებით გაიხსნება და მომდევნო ორი
კვირის განმავლობაში ეტაპობრივად მოიცავს ქვეყნის რეგიონს.
ღონისძიებების მიზანია, საინფორმაციო კამპანიამ ხელი შეუწყოს
მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებას ევროინტეგრაციის შესახებ.
სალექციო-სადისკუსიო ხასიათის შეხვედრების გარდა, ჩატარდება გასართობი
ღონისძიებები.
ევროპის დღეები საქართველში წელს მეხუთედ აღინიშნება. ღონისძიებები
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით,
ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში
სახელმწიფო მინისტრის აპარატის მხარდაჭერით ხორციელდება.