პარლამენტში ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით მომზადებული საკანონმდებლო პაკეტის განხილვა გადაიდო
დღევანდელ პლენარულ სხდომაზე ცვლილებების განხილვა პირველი მოსმენით
იყო დაგეგმილი.
პროექტის წარდგენის მიზნით, ქუთაისში, იუსტიციის მინისტრის მოვალეობის
შემსრულებელი ალექსანდრე ბარამიძე ჩავიდა, თუმცა საკითხის თაობაზე
"ქართულ ოცნებაში" არსებული აზრთა სხვადასხვაობის გამო, ცვლილებების
განხილვა დღეს აღარ შედგა.
იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებული საკანონმდებლო პაკეტით,
კანაფისა და მარიხუანას შეძენა, შენახვა, მოხმარებაზე ადმინისტრაციული
ჯარიმის ოდენობა 500 ლარიდან 300 ლარამდე მცირდება, 15-დღიანი
ადმინისტრაციული პატიმრობა კი უქმდება.