მერები ეკონომიკური ზრდისთვის - ევროკავშირის პროექტი მუნიციპალიტეტებისთვის
აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის, ევროკავშირი ახალ პროექტებს
ახორციელებს.
მიზანი ადგილობრივი თვითმართველობების გაძლიერება და რეგიონების
ეკონომიკურ განვითარებაში მათი როლის გაზრდაა.
პროექტის ავტორთა განმარტებით, პირველი პროექტი რეგიონებში სამუშაო
ადგილების შექმნაზე იქნება ფოკუსირებული, მეორე კი
მუნიციპალიტეტებისთვის ევროპული თვითმმართველობების მოდელის გაცნობასა
და გამოცდილების გაზიარებას გულისხმობს.
ინიციატორები იმედს გამოთქვამენ, რომ დაგეგმილი აქტივობები,
თვითმმართველობის მიმდინარე რეფორმის პარალელურად,
მუნიციპალიტეტებისთვის განსაკუთრებით საინტერესო იქნება.
პროექტების საერთო ბიუჯეტი 15 მლნ ლარს შეადგენს.