პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენება პარლამენტში
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პარლამენტის წინაშე ყოველწლიური მოხსენებით წარს დგა. სხდომას პარლამენტის წევრების გარდა, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების, ასევე დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

სხდომა პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გახსნა. მან დამსწრეთ ხარების დღესასწაული მიულოცა და სიტყვა საქართველოს პრეზიდენტს გადასცა.

პრეზიდენტმა ისაუბრა მის მიერ წარმოებულ კამპანიაზე „კონსტიტუცია ყველასია“, ასევე პრეზიდენტის არჩევის წესზე და პარლამენტის ადგილსამყოფელზე.

გიორგი მარგველაშვილმა ყურადღება გაამახვილა ქვეყანაში განხორციელებულ ეკონომიკურ და სოციალურ პოლიტიკაზე, ამ მიმართულებებით არსებულ პრობლემებზე და მათი გადაჭრის გზებზე, ხელისუფლებასა და ბიზნესსექტორს შორის თანამშრომლობის საკითხებზე, მომხმარებელთა უფლებების დაცვაზე, მთავრობის მიერ განხორცილებული პროგრამების გაგრძელების აუცილებლობაზე, ინფრასტრუქტურული პროექტების მნიშვნელობაზე, საპენსიო რეფორმის განხორციელებაზე და ეროვნული წარმოების ხელშეწყობის წახალისებაზე.

საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ იგი მიესალმება პარლამენტის მიერ გასულ წელს „ქვეყნის საგარეო პოლიტიკის პრიორიტებების შესახებ“ მიღებული რეზოლუციის სულისკვეთებას და მიზნებს. მისივე თქმით, უნდა დაიწყოს აქტიური მუშაობა ევროკავშირის აპლიკანტ სახელმწიფოდ ჩამოსაყალიბებლად.

გიორგი მარგველაშვილმა თავის გამოსვლაში ისაუბრა საგარეო პოლიტიკის ამოცანებზე, მიზნებზე, ამერიკის შეერთებული შტატების ახალ ადმინისტრაციასთან მჭიდრი თანამშრომლობის მნივნელოვაბზე. როგორც მან აღნიშნა, ქართული სახელმწიფო პარტნიორებთან ერთად მიერ წარმატებით ახორციელებს არაღიარების პოლიტიკას.

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, რუსეთის ფედერაცია საქართველოს ტეროტორიების ფაქტობრივი ანექსიის მიმართულებით კონკრეტულ ნაბიჯებს დგამს. პრეზიდენტს მიაჩნია, რომ პარტნიორ სახელმწიოებთან ერთად უნდა შეიქმნას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ანტიანექსიურო პოლიტიკა და გადაიდგას აქტიური ნაბიჯები ანექსიის თავიდან ასაცილებლად.

გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა, რომ საჭიროა უმწვავესი რეაქცია ახალი გამყოფი ხაზებისა დ მავთულხლართების პოლიტიკაზე. მან გალის რაიონების სოფლებში ქართული ენის სწავლების შეზღუდვაზე, ადამიანების გატაცებისა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე კულტურული ძეგლების ხელყოფის ფაქტებზეც ისაუბრა.

საქართველოს პრეზიდენტმა ყოველწლიურ მოხსენებაში ეროვნული უსაფრთხოების საკითხებზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ უნდა განახლდეს ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია, შემუშავდეს ეროვნულ უსაფრთხოების სტრატეგია და დაიხვეწოს ეროვნული უსაფრთხოების სისტემა.

გიორგი მარგველაშვილი საქართველოს ნატოში ინტეგრაცის საკითხს და მოახლოებულ ნატოს ბრიუსელის სამიტს შეეხო.
პრეზიდენტმა დამსწრეთა ყურადღება გაამახვილა სასამართლო სისტემაზე, მოსამართლეთა დაცულობისა და დამოუკიდებლობის საკითხებზე, სახალხო დამცველის ანგარიშზე, დეცენტრალიზაციის აუცილებლობაზე, განათლების რეფორმაზე და მედიის თავისუფლების საკითხებზე.

გამოსვლის დასასრულს, გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა, რომ ე. წ. მოსნენების კანონთან დაკავშირებით მხარს დაუჭერს მოქალაქეების სარჩელს და საკონსტიტუციო სასამართლოს „სასამართლოს მეგობრის“ სტატუსით მიმართავს.

პრეზიდენტის გამოსვლის შემდეგ, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ორსაათიანი შესვენება გამოცხადდა, რის შემდეგაც დებატები გაიმართება.
Print E-mail
FaceBook Twitter
ამავე კატეგორიაში
შინაგან საქმეთა მინისტრის,
ვიცე-პრემიერ - ვახტანგ გომელაურის მოადგილედ შალვა თადუმაძე
დაინიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.
15:05 / 30.12.2024
შინაგან საქმეთა მინისტრის, ვიცე-პრემიერ - ვახტანგ გომელაურის მოადგილედ შალვა თადუმაძე დაინიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.
მიხეილ ყაველაშვილმა ინაუგურაციიდან
მალევე ხელი მოაწერა იმ კანონებს, რომელთა ნაწილი დღეიდან, 30
დეკემბრიდან შედის ძალაში.
09:13 / 30.12.2024
მიხეილ ყაველაშვილმა ინაუგურაციიდან მალევე ხელი მოაწერა იმ კანონებს, რომელთა ნაწილი დღეიდან, 30 დეკემბრიდან შედის ძალაში.
2024 წლის 29 დეკემბერს მიხეილ
ყაველაშვილმა საპრეზიდენტო ფიცი დადო და სიტყვით მიმართა
საზოგადოებას.
11:31 / 29.12.2024
2024 წლის 29 დეკემბერს მიხეილ ყაველაშვილმა საპრეზიდენტო ფიცი დადო და სიტყვით მიმართა საზოგადოებას.
მიხეილ ყაველაშვილმა საპრეზიდენტო
ფიცი დადო. საქართველოს პარლამენტის სასახლეში გრძელდება მისი
ინაუგურაციის ცერემონია.
10:31 / 29.12.2024
მიხეილ ყაველაშვილმა საპრეზიდენტო ფიცი დადო. საქართველოს პარლამენტის სასახლეში გრძელდება მისი ინაუგურაციის ცერემონია.
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა,
სალომე ზურაბიშვილმა მეექვსე პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის
პარლამენტში ინაუგურაციის პარალელურად განცხადებით მიმართა ორბელიანის
სასახლესთან შეკრებილ საზოგადოებას.
10:27 / 29.12.2024
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მეექვსე პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის პარლამენტში ინაუგურაციის პარალელურად განცხადებით მიმართა ორბელიანის სასახლესთან შეკრებილ საზოგადოებას.
კვირის პოპულარული სიახლე
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
«« სექტემბერი 2026 »»
31 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 1234
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.