ლევან ლობჯანიძე ადიგენის საკრებულოს თავმჯდომარის პოსტს, სამი დღის ვადაში დაუბრუნდება
ადიგენის საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობაზე იმპიჩმენტით
გადაყენებული ლევან ლობჯანიძე ბრუნდება.
საკრებულოს ყოფილმა ხელმძღვანელმა, საქმე მართლმსაჯულების ორგანოს
სამივე ინსტანციაში მოიგო. უზენაესი სასამართლოს განჩინება სხდომის
თავმჯდომარემ თამაზ ძაძამიამ დეპუტატებს ცნობის სახით წარუდგინა, რის
შემდეგაც, საკრებულოს პირველმა პირებმა სხდომათა დარბაზი დატოვეს.
უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, ძალაში დარჩა ახალციხის
რაიონული სასამართლოს განჩინება, რომლის მიხედვითაც, ადიგენის
საკრებულო ვალდებულია, ლევან ლობჯანიძე თავმჯდომარის თანამდებობაზე
აღადგინოს; ბათილად იქნეს ცნობილი 2015 წლის 4 მარტის საკრებულოს
სხდომის ოქმი, ლობჯანიძის გადაყნებისა და იმედა მღებრიშვილის
დანიშვნის თაობაზე. გარდა ამისა, ადიგენის მუნიციპალიტეტი ვალდებულია
იმპიჩმენტით გადაყენებულ თავმჯდომარეს განაცდური აუნაზღაუროს.
წყარო: ტელეკომპანია მეცხრე არხი