პარლამენტის პირველ სხდომას ესწრება ბიძინა ივანიშვილიც - სხდომაზე მხოლოდ "ქართული ოცნების" წევრები არიან
25 ნოემბერს, 12:00 საათზე გაიხსნა
საქართველოს პარლამენტის მე-11 მოწვევის პირველი სხდომა.
„ქართული ოცნების“ სხვა წევრებთან ერთად, სხდომას ესწრება პარტიის
საპატიო თავმდჯომარე და საარჩევნო პარტიული სიის პირველი ნომერი,
ექსპრემიერი ბიძინა ივანიშვილი.
რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციის პარალელურად პარლამენტში
„ქართული ოცნების“ წევრები შეიკრიბნენ.
დემონსტრანტების ნაწილმა პარლამენტთან ღამე გაათია, ნაწილი კი დილის 9
საათიდან შეუერთდა პროტესტს.
პირველ სხდომას მხოლოდ „ქართული ოცნების“ წევრები ესწრებიან -
დანარჩენი ოთხი პარტია, რომელთაც ბარიერი გადალახეს, პრეზიდენტის
მსგავსად, არჩევნების შედეგებს არ აღიარებს, პარლამენტს კი
არალეგიტიმურად მიიჩნევს.
პარლამენტის სხდომა გახსნა პარლამენტის უხუცესმა წევრმა, ლადო
კახაძემ. სიტყვით მიმართა და არჩევნების შედეგები წარმოადგინა ცესკოს
თავმჯდომარემ გიორგი კალანდარიშვილმა.