ახალი ამბები
პრეზიდენტი ელჩებს: "ივანიშვილის განცხადებები ძალიან პროვოკაციული იყო, საქართველოში რთული სიტუაციაა"
4 მაისს, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრის დროს, საქართველოს პრეზიდენტმა პროვოკაციული უწოდა „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებებს, რომლებიც მან 29 აპრილს, კონტრაქციაზე გამოსვლისას გააკეთა.

სალომე ზურაბიშვილმა ელჩებს უთხრა, რომ საქართველოში კრიტიკული ეტაპი დგება და მათი მთავრობების მხარდაჭერაა საჭირო.

„ვფიქრობ, რომ ეტაპი, რომელიც ახლა იწყება, ძალიან კრიტიკული იქნება - რადგან იქნება [„აგენტების კანონის“ -რ.თ. ] მესამე მოსმენა. ვფიქრობ, ცოტა პროვოკაციულად მოხდა თარიღების შერჩევა. ეს ყველაფერი ხდება სააღდგომო პერიოდში, რაც უნდა იყოს, პირიქით - გაერთიანებისა და დეპოლარიზაციის დრო...

ძალიან პროვოკაციული იყო ბატონი ივანიშვილის გამოსვლა - თქვენ მიმართ და საქართველოს მოსახლეობის მიმართ. ყველაფერი ეს ნიშნავს, რომ ჩვენ დაძაბულ ვითარებაში ვართ“,
- სალომე ზურაბიშვილმა ელჩებს ბოდიში მოუხადა მათი ქვეყნების მისამართით „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მხრიდან გაჟღერებული სიტყვების გამო და ასევე უთხრა, რომ საქართველოს მოქალაქეებს კარგად ახსოვთ და აფასებენ საერთაშორისო პარტნიორების დახმარებას.

პრეზიდენტმა მიმართა უცხოელ ელჩებს, რომ მათ დიდი როლი ეკისრებათ სტაბილურობის უზრუნველყოფის პროცესში, საქართველოს მიერ ევროპული გზის გაგრძელების ძალისხმევასა და იმის აღქმაში, რომ „საქართველო არ არის მარტო“.

სალომე ზურაბიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯები წარმოადგენს თავდასხმას საქართველოს კონსტიტუციაზე, სადაც "ძალიან ნათლად წერია, რა არის საქართველოს საგარეო პოლიტიკის მიმართულება და ორიენტაცია". მან ასევე შენიშნა, რომ ეს დღეს "აშკარად არ განმეორდა" აზიის განვითარების ბანკის კონფერენციაზე, რაც მისთვის კიდევ სხვა კურსის არსებობაზე მიუთითებს.

29 აპრილს, რუსთაველის გამზირზე, „ქართული ოცნების“ მიერ ორგანიზებულ კონტრაქციაზე გამოსვლისას, ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნა, რომ უცხოელები საქართველოს დახმარებას ტყუილად „ამადლიან“, რადგან მთელი დახმარება „სინამდვილეში თითქმის მთლიანად აგენტურის გამაგრებასა და ხელისუფლებაში მათ მოყვანას ხმარდება“.

„ამ თანხებს არავითარი საერთო არა აქვს დახმარებასთან და პირიქით, ერთადერთ მიზნად - საქართველოსთვის სახელმწიფო სუვერენიტეტის წართმევას ისახავს“, - თქვა ბიძინა ივანიშვილმა.



Print E-mail
FaceBook Twitter
ამავე კატეგორიაში
„ქართული ოცნების“ არჩეული
პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაცია პარლამენტში
გაიმართება.
15:06 / 25.12.2024
„ქართული ოცნების“ არჩეული პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაცია პარლამენტში გაიმართება.
სახელმწიფო ეკლესიას ბაკურიანში
უძრავ ქონებას 1 ლარად გადასცემს.
10:45 / 25.12.2024
სახელმწიფო ეკლესიას ბაკურიანში უძრავ ქონებას 1 ლარად გადასცემს.
14:37 / 23.12.2024
"ჩვენ არც უიმედოდ უნდა ვიყოთ და არც ზედმეტი იმედები არ უნდა შევიქმნათ 20 იანვრის შემდეგ პერიოდზე" - განაცხადა მამუკა მდინარაძემ ტრამპის პრეზიდენტობაზე.
მთავრობის ადმინისტრაციაში
პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს
ხვდება.
13:42 / 23.12.2024
მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს ხვდება.
ხელახალი არჩევნების დანიშვნის
საფუძველი არ არსებობს - შესაბამისი გადაწყვეტილების
განცხადება
13:55 / 22.12.2024
ხელახალი არჩევნების დანიშვნის საფუძველი არ არსებობს - შესაბამისი გადაწყვეტილების განცხადება
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.