ბესიკ ამირანაშვილმა სამცხე-ჯავახეთის მუნიციპალიტეტების მერებთან სამუშაო შეხვედრა გამართა
სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო
რწმუნებულის, ბესიკ ამირანაშვილის ხელმძღვანელობით, სახელმწიფო
რწმუნებულის ადმინისტრაციაში,
რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტების
მერებთან სამუშაო თათბირი გაიმართა.
სამუშაო თათბირზე განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული
საკითხები, მათ შორის:
• რეგიონის მასშტაბით მიმდინარე ინფრასტრუქტურული
პროექტები, მათი შესრულების ვადები გეგმა-გრაფიკთან მიმართებაში;
• მიუსაფარი ცხოველებისთვის ინტერმუნიციპალური თავშესაფრის აშენების
საჭიროება.
სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში ექვსივე მუნიციპალიტეტის
მერთან გამართულ შეხვედრას, სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე
- დავით ვარდიაშვილი, რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის
ხელმძღვანელი - მარინა გაჩეჩილაძე, ადგილობრივ თვითმმართველობებთან
ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი - სოსო ალიბეგაშვილი და
ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე - დავით ლომიძე
ესწრებოდნენ.