ჯანდაცვა
3 826 - გარდაცვლილი, 62 271 - გამოჯანმრთელებული  -  კორონავირუსის სტატისტიკა
09 / მარტი 2020
3 826 - გარდაცვლილი, 62 271 - გამოჯანმრთელებული - კორონავირუსის სტატისტიკა
მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულია 110 034 ადამიანი, ხოლო გამოჯანმრთელდა 62 271 პაციენტი.
ბორჯომიდან გადაყვანილი პაციენტის კვლევის შედეგი კორონავირუსზე ცნობილია
09 / მარტი 2020
ბორჯომიდან გადაყვანილი პაციენტის კვლევის შედეგი კორონავირუსზე ცნობილია
ბორჯომის სამედიცინო ცენტრიდან, თბილისში გადაყვანილ პაციენტს ახალი კორონავირუსი არ დაუდასტურდა.
იტალიიდან დაბრუნებისთანავე ბაკურიანის სასტუმროს თანამშრომელი მუშაობას შეუდგა
09 / მარტი 2020
იტალიიდან დაბრუნებისთანავე ბაკურიანის სასტუმროს თანამშრომელი მუშაობას შეუდგა
ბაკურიანის ერთ-ერთი სასტუმროს ადმინისტრაციის წარმომადგენლის ინფორმაციით, მათი თანამშრომელი, რომელსაც, სავარაუდოდ, ახალი კორონავირუსის სიმპტომები აღენიშნება, იტალიიდან საქართველოში 17 თებერვალს, ანუ 21 დღის წინ დაბრუნდა.
ბორჯომის სამედიცინო ცენტრიდან კორონავირუსის სიმპტომებით ერთი პაციენტი გადაიყვანეს
09 / მარტი 2020
ბორჯომის სამედიცინო ცენტრიდან კორონავირუსის სიმპტომებით ერთი პაციენტი გადაიყვანეს
ბორჯომის სამედიცინო ცენტრში პაციენტი, კორონავირუსის სიმპტომებით გუშინ შეიყვანეს.
გორის სამხედრო ჰოსპიტალში საკარანტინო ზონა შეიქმნა
02 / მარტი 2020
გორის სამხედრო ჰოსპიტალში საკარანტინო ზონა შეიქმნა
გორში მდებარე თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალი საკარანტინო ზონად გადაკეთდა.
საქართველოს სკოლებში სადეზინფექციო სამუშაოები მიმდინარეობს
01 / მარტი 2020
საქართველოს სკოლებში სადეზინფექციო სამუშაოები მიმდინარეობს
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დავალებით, ვირუსის გავრცელების პრევენციისა და რისკის ეფექტიანი მართვის მიზნით, საქართველოს საჯარო სკოლებში ინტენსიური სადეზინფექციო სამუშაოები დაიწყო.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული სამივე პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია
01 / მარტი 2020
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული სამივე პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია
კორონავირუსით ინფიცირებული სამი პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია. მათი ვირუსული დაავადება უსიმპტომოდ მიმდინარეობს
კორონავირუსის გამო, თბილისის ყველა საზოგადოებრივი ტრანსპორტი სპეციალური ხსნარებით მუშავდება
01 / მარტი 2020
კორონავირუსის გამო, თბილისის ყველა საზოგადოებრივი ტრანსპორტი სპეციალური ხსნარებით მუშავდება
თბილისის ყველა საზოგადოებრივი ტრანსპორტი სპეციალური ხსნარებით მუშავდება. აღნიშნული რეკომენდაცია თბილისის მერიამ კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი საკოორდინაციო საბჭოსგან მიიღო.
სომხეთში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა
01 / მარტი 2020
სომხეთში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა
სომხეთში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დადასტურდა - ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი საკუთარ „ფეისბუქ“ გვერდზე წერს.
 კორონავირუსთან დაკავშირებით, თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოში საკარანტინო ზონა მოეწყობა
29 / თებერვალი 2020
კორონავირუსთან დაკავშირებით, თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოში საკარანტინო ზონა მოეწყობა
თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფო ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით საკარანტინო ზონისთვის ემზადება. როგორც  რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორმა, ლევან გოფოძემ განაცხადა, კლინიკას უკვე ცლიან, თუმცა კონკრეტულად როდის გადავლენ საკარანტინო ზონაზე, ეს ეპიდსიტუაციაზეა დამოკიდებული.

მისივე განმარტებით, თუ ვითარება გაუარესდა, უმჯობესია მოზადებული შეხვდნენ. ლევან გოფოძის თქმით, ასეთ შემთხვევაში კლინიკაში მოთავსდებიან ის ადამიანები, ვინც ახალ კორონავირუსთან მიმართებით მაღალი რისკის ჯგუფს განეკუთვნებიან. მისი თქმით, ასეთები არიან ადამიანები, რომლებმაც მაღალი რისკის მქონე ქვეყნაში იმოგზაურეს და შემდეგ დაბრუნდნენ, ან რომლებსაც ინფიცირებულ პირებთან კომუნიკაცია ჰქონდათ და ა.შ.

ამასთან, ლევან გოფოძის თქმით, დიაგნოზის დადგენის შემთხვევაში როგორ მოიქცევიან, ესეც გაიწერება.

„იმისათვის, რომ გამოცხადდეს საკარანტინო ზონა, კლინიკის მომზადება უკვე დავიწყეთ. ყველა პაციენტს, რომელიც რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობს, თანდათან გადავიყვანთ სხვა კლინიკებში. ეს რესპუბლიკური საავადმყოფოსათვის ახალი არ არის, ჩვენ ხშირად გადაგვიყვანია პაციენტები სხვადასხვა ექსტრემალურ სიტუაციებში სხვა კლინიკებში. ასე რომ ძალიან სწორი გადაწყვეტილება მიიღეს იმისათვის, რომ ეპიდზონა არ შეიქმნას და ინფექციის გავრცელების საფრთხე მინიმუმადე დავიდეს. ეს ვინმეს ახირება არ არის, ეს ძალიან სწორი ღინისძიება გახლავთ. ამიტომაც ჩვენ ვთვლით, რომ რესპუბლიკური საავადმყოფო, როგორც სახელმწიფო კლინიკა ამაში მონაწილეობას მიიღებს. პირველ ეტაპზე ჩვენ სულ 88 პაციენტს მივიღებთ. თუ როდის გადავალთ საკარანტინო ზონაზე, ეს ჩვენზე არ არის დამოკიდებული, გააჩნია ეპიდსიტუაციას. თუ ბევრი პაციენტი იქნება მაშინ დავიწყებთ მიღებას. ამ ეტაპზე, ანუ დღეს და ხვალ პაციენტების მიღებას არ ვგეგმავთ“, - განაცხადა ლევან გოფოძემ.

მისი განმარტებით, საავადმყოფოში ამ დროისთვის მოთავსებულ პაციენტებს სხვადასხვა კლინიკაში გადაიყვანენ.

„სხვა პაციენტები, რომლებიც რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობას გადიან, არიან ნაოპერაციები, წვანან რეანიმაციაში, პრევენციის თვალსაზრისით სხვა კლინიკაში გადაგვყავს. გადაყვანის პროცედურა დღეს დავიწყეთ და ხვალ დავასრულებთ. შემდეგ კი უკვე ახალი გამოწვევისთვის მოვემზადებით", - განაცხადა ლევან გოფოძემ.
სხვა სტატიები
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.