ბორჯომიდან გადაყვანილი პაციენტის კვლევის შედეგი კორონავირუსზე ცნობილია
ბორჯომის სამედიცინო ცენტრიდან,
თბილისში გადაყვანილ პაციენტს ახალი კორონავირუსი არ
დაუდასტურდა.
ინფორმაცია ბორჯომის სამედიცინო ცენტრის მენეჯერმა, ირაკლი დიასამიძემ
ტელეკომპანია „ბორჯომს“ დაუდასტურა.
„ლუგარის ლაბორატორიიდან მივიღეთ ინფორმაცია, პასუხი
უარყოფითია“ - აცხადებს ირაკლი დიასამიძე
შეგახსენებთ, ბორჯომის სამედიცინო ცენტრში პაციენტი, ვირუსის
სიმპტომებით გუშინ შეიყვანეს. პაციენტი ბორჯომში ბაკურიანიდან
გადმოიყვანეს. ახალგაზრდა ქალი იტალიიდან 18 თებერვალს ჩამოვიდა.
ტემპერეტურის მატება კი ჩამოსვლიდან მეჩვიდმეტე დღეს დაეწყო.
ახალგაზრდა ქალი ბაკურიანის ერთ-ერთ სასტუმროში მუშაობდა.