ჯანდაცვა
გორის სამხედრო ჰოსპიტალში საკარანტინო ზონა შეიქმნა
გორში მდებარე თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალი საკარანტინო ზონად გადაკეთდა.
საქართველოში ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთის ღონისძიებების ფარგლებში, თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალი საკარანტინო ზონად გამოცხადდა.

სამხედრო ჰოსპიტალში საკარანტინო სივრცის მოწყობა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან მჭიდრო კოორდინაციით გადაწყდა.

სამხედრო ჰოსპიტალში რისკ ჯგუფში შემავალი პაციენტების მოთავსება და მკურნალობა ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი რეგულაციების მიხედვით მოხდება.

სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსებული პაციენტები რეფერალური მომსახურებით სხვადასხვა კლინიკაში გადანაწილდნენ. შექმნილია კრიზისული სიტუაციის მართვის ჯგუფი, შემუშავებულია კონკრეტული სქემები და ყველა ექიმი შესაბამისი რეკომენდაციებით იმოქმედებს.

Print E-mail
FaceBook Twitter
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.