ჯანდაცვა
 ღვიძლის გადანერგვის ოპერაციას სახელმწიფო სრულად დააფინანსებს
19 / ივნისი 2023
ღვიძლის გადანერგვის ოპერაციას სახელმწიფო სრულად დააფინანსებს
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის განცხადებით, ღვიძლის გადანერგვის ოპერაციას სახელმწიფო სრულად დააფინანსებს.
ბოლო პერიოდში საქართველოში ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელების 8 შემთხვევა დაფიქსირდა
24 / მაისი 2023
ბოლო პერიოდში საქართველოში ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელების 8 შემთხვევა დაფიქსირდა
ბოლო პერიოდში საქართველოში დაფიქსირდა ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელების 8 შემთხვევა, ძირითადად სამცხე-ჯავახეთის და შიდა ქართლის რეგიონებში. რვავე პაციენტი მოთავსებულ იქნა ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრში. ყველა გადარჩა. 6 მათგანი უკვე გაეწერა, 2 პაციენტი აგრძელებს მკურნალობას-ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე სოციალურ ქსელში წერს.

,,ცხელი სეზონის დადგომასთან ერთად საქართველოში, ისევე როგორც მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში აქტუალური ხდება ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელების გავრცელება.
ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელება განეკუთვნება განსაკუთრებით საშიშ ინფექციებს, რაც განპირობებულია ამ დაავადებით გამოწვეული მაღალი ლეტალობით: 10-40% (ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია), მაღალი გადამდებლობით და ეფექტიანი სპეციფიკური სამკურნალო მედიკამენტების/ვაქცინების პრაქტიკულად არარსებობით. განიხილება ანტივირუსული მედიკამენტის რიბავირინის გამოყენება, თუმცა მყარი მტკიცებულებები მის ეფექტიანობაზე ჯერ-ჯერობით არ არის.

ინფექციის რეზერვუარები არიან მრავალრიცხოვანი შინაური და გარეული ცხოველები (თაგვები, ზღარბები, კურდღლები, ძროხები, ცხვრები, თხები და სხვ.), რომლებზეც ტკიპები პარაზიტობენ.
ადამიანების 80-90% ინფიცირდება ტკიპების ნაკბენის, ასევე ინფიცირებული ცხოველის/საქონლის სისხლთან ან ქსოვილებთან პირდაპირი კონტაქტის შედეგად (მაგალითად ცხოველის დაკვლის დროს). ადამიანიდან ადამიანზე ვირუსის გადაცემა შესაძლებელია დაავადებული ადამიანის სისხლთან და/ან ბიოლოგიურ სითხეებთან შეხებისას (რისკი მაღალია სამედიცინო მანიპულაციების ან გვამთან შეხების დროს).
შესაბამისად, რისკის ჯგუფებს მიეკუთვნება: სოფლის მეურნეობის მუშაკები, მესაქონლეები, ცხოველთა სასაკლაოს მუშაკები, ვეტერინარები, სამხედროები, მედიცინის მუშაკები, მოგზაურები (ყირიმ–კონგოს ჰემორაგიული ცხელების ენდემიურ რეგიონებში) და
საქართველოში ინფექცია ძირითადად გხვდება სამცხე-ჯავახეთში (ახალციხის, ადიგენის, ასპინძის რაიონები) და შიდა ქართლში (კასპის, ხაშურის, გორის რაიონები), თუმცა იშვიათად ერთეული შემთხვევები გხვდება სხვა რაიონებშიც. ინფექციის შემთხვევები ძირითადად გხვდება აპრილ-მაისიდან ოქტომბრამდე - როცა ტკიპები აქტიურდებიან. ''
ასპინძასა და ადიგენში ყირიმ-კონგო ორ პირს დაუდასტურდა
18 / მაისი 2023
ასპინძასა და ადიგენში ყირიმ-კონგო ორ პირს დაუდასტურდა
სამცხე–ჯავახეთში ყირიმ–კონგოს ჰემორაგიული ცხელებით კიდევ ორი ადამიანი დაავადდა.
2022 წელს, საქართველოში, ნარკოტიკებითა და ჰალუცინოგენებით მოწამვლის შედეგად ჰოსპიტალიზაციის 2151 შემთხვევა დაფიქსირდა
10 / მაისი 2023
2022 წელს, საქართველოში, ნარკოტიკებითა და ჰალუცინოგენებით მოწამვლის შედეგად ჰოსპიტალიზაციის 2151 შემთხვევა დაფიქსირდა
2022 წელს, საქართველოში, ნარკოტიკებითა და ფსიქოდისლეპსიური საშუალებებით (ჰალუცინოგენებით) მოწამვლის შედეგად სტაციონარულ დაწესებულებებში ჰოსპიტალიზაციის 2151 შემთხვევა დაფიქსირდა.
ლაბორატორიული მედიცინის კვირეული ბორჯომში
26 / აპრილი 2023
ლაბორატორიული მედიცინის კვირეული ბორჯომში
სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები, ლაბორატორიული მედიცინის კვირეულს აღინიშნავენ. პროფესიულ დღეს შეუერთდნენ ჯეო-ჰოსპიტალსის ბორჯომის სამედიცინო ცენტრის თანამშრომლები.
 ონკოლოგიური დაავადებების მქონე ბავშვების მკურნალობას სახელმწიფო სრულად დააფინანსებს
24 / აპრილი 2023
ონკოლოგიური დაავადებების მქონე ბავშვების მკურნალობას სახელმწიფო სრულად დააფინანსებს
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე 300 ბავშვის მკურნალობას სახელმწიფო სრულად დაფარავს.
ფარმაცევტული კომპანიების ასოციაცია მოსახლეობას მიმართავს
15 / აპრილი 2023
ფარმაცევტული კომპანიების ასოციაცია მოსახლეობას მიმართავს
„ფარმაცევტული კომპანიების ასოციაციას სურს მოსახლეობას მიაწოდოს ინფორმაცია თურქეთის ბაზრიდან გარკვეული მედიკამენტების მოწოდებასთან დაკავშირებული შეფერხებების თაობაზე.
ბორჯომის მუნიციპალიტეტმა, მარტში, 956  ბენეფიციარს გაუწია დახმარება
07 / აპრილი 2023
ბორჯომის მუნიციპალიტეტმა, მარტში, 956 ბენეფიციარს გაუწია დახმარება
ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიამ, სოციალური პროგრამების ფარგლებში, მარტის თვეში 241 093 ლარის დაფინანსება გასცა.
ექიმებისა და ექთნების მინიმალური საათობრივი ანაზღაურების ელექტრონული პორტალი შეიქმნა
30 / მარტი 2023
ექიმებისა და ექთნების მინიმალური საათობრივი ანაზღაურების ელექტრონული პორტალი შეიქმნა
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 1 აპრილიდან, სამედიცინო დაწესებულებებმა,
10 წელში კერძო კლინიკებმა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით 6.8 მლრდ მიიღეს - პრემიერი
27 / მარტი 2023
10 წელში კერძო კლინიკებმა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით 6.8 მლრდ მიიღეს - პრემიერი
2012 წლამდე ძალიან მწირე დაფინანსება ჰქონდათ კერძო კლინიკებს სახელმწიფოსგან.
სხვა სტატიები
კვირის პოპულარული სიახლე
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.