ჯანდაცვა
სიახლეები ბორჯომის "ჯეო ჰოსპიტალსის" სამედიცინო ცენტრში
09 / თებერვალი 2024
სიახლეები ბორჯომის "ჯეო ჰოსპიტალსის" სამედიცინო ცენტრში
მიმდინარე წელი ბორჯომის "ჯეო ჰოსპიტალსის" სამედიცინო ცენტრში  სიახლეებით დაიწყო,
ახალქალაქში დიალიზის სერვისი ამოქმედდა - ჯანდაცვის სამინისტრო
26 / იანვარი 2024
ახალქალაქში დიალიზის სერვისი ამოქმედდა - ჯანდაცვის სამინისტრო
ახალქალაქში,ყვარელში, მარტვილსა და ხულოში დიალიზის სერვისი ამოქმედდა. ამ დრომდე ბენეფიციარებს პროცედურის ჩასატარებლად,
2023 წელს ნარკოტიკული თრობა 4 023 პირს დაუდასტურდა
25 / იანვარი 2024
2023 წელს ნარკოტიკული თრობა 4 023 პირს დაუდასტურდა
2023 წელს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ნარკოლოგიური შემოწმების სამსახურმა, ქვეყნის მასშტაბით, ნარკოტიკულ ზემოქმედებაზე 5492 ადამიანი შეამოწმა, საიდანაც ნარკოტიკული თრობა 4023 პირს დაუდასტურდა.
ხელისუფლება რესპუბლიკური საავადმყოფოს დემონტაჟს იწყებს
22 / იანვარი 2024
ხელისუფლება რესპუბლიკური საავადმყოფოს დემონტაჟს იწყებს
საქართველოს მთავრობის სხდომაზე რესპუბლიკური საავადმყოფოს შენობის დემონტაჟზე იმსჯელეს.
ჯანმო: მსოფლიოში თამბაქოს მოხმარება მცირდება
21 / იანვარი 2024
ჯანმო: მსოფლიოში თამბაქოს მოხმარება მცირდება
ბოლო წლების განმავლობაში, მსოფლიოში თამბაქოს მომხმარებელთა რიცხვი მცირდება. ამის შესახებ BBC ჯანმოს ანგარიშზე დაყრდნობით წერს.
კორონავირუსის სამკურნალო პრეპარატების „პაქსლოვიდის“ და „რემდესივირის“ არსებულ მარაგს ვადა გაუვიდა - თენგიზ ცერცვაძე
15 / იანვარი 2024
კორონავირუსის სამკურნალო პრეპარატების „პაქსლოვიდის“ და „რემდესივირის“ არსებულ მარაგს ვადა გაუვიდა - თენგიზ ცერცვაძე
კორონავირუსის სამკურნალო პრეპარატების - „პაქსლოვიდის“ და „რემდესივირის“ არსებულ მარაგს ვადა გაუვიდა. ამჟამად მიმდინარეობს ინტენსიური მოლაპარაკებები, რომ უახლოეს მომავალში ქვეყანაში „პაქსლოვიდის“ და „რემდესივირის“ ახალი პარტია შემოვიდეს,- ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, გარდაცვალების შემთხვევები ძალიან იშვიათი იყო იმ პაციენტებში, რომლებმაც დროზე მიმართეს ექიმს და საჭიროების შემთხვევაში მიიღეს აღნიშნული მედიკამენტები.

„იცით, რომ COVID-19-ის მკურნალობის უახლესი თანამედროვე მეთოდების დანერგვის კუთხით ჩვენ მოწინავე ქვეყნების რიგში ვიყავით და ერთ-ერთმა პირველებმა დავიწყეთ „ტოცილიზუმაბის“, „რემდესივირის“ და „პაქსლოვიდის“ გამოყენება. საქართველო მეხუთე ქვეყანა იყო მსოფლიოში, რომელმაც „პაქსლოვიდი“ მიიღო. სწორედ COVID-19-ს მკურნალობის თანამედროვე მეთოდების დროულმა დანერგვამ განაპირობა ის, რომ ერთ-ერთმა პირველმა გადავაქციეთ COVID-19 ფატალური ინფექციიდან რიგით რესპირაციულ ინფექციად. გარდაცვალების შემთხვევები ძალიან იშვიათი იყო იმ პაციენტებში, რომლებმაც დროზე მიმართეს ექიმს და საჭიროების შემთხვევაში მიიღეს აღნიშნული მედიკამენტები.

„პაქსლოვიდის“ და „რემდესივირის“ არსებულ მარაგს ვადა გაუვიდა. ამჟამად მიმდინარეობს ინტენსიური მოლაპარაკებები, რომ უახლოეს მომავალში ქვეყანაში „პაქსლოვიდის“ და „რემდესივირის“ ახალი პარტია შემოვიდეს.

რაც შეეხება იმუნიზაციის პროცესს, იცით, რომ სამწუხაროდ, საქართველოში მოსახლეობის COVID-19 ვაქცინაციით მოცვა ძალიან დაბალი იყო. ეს განაპირობა მოსახლეობის სკეპტიკურმა დამოკიდებულებამ იმუნიზაციისადმი, ასევე ანტივაქსერების მიერ გაჩაღებულმა კამპანიამ, რომელში რამდენიმე ცნობილი ექიმიც კი იყო ჩართული, რაც ძალიან სამწუხაროა.

პირველი თაობის ვაქცინები მორგებული იყო იმ პერიოდში გავრცელებულ შტამებზე და პრაქტიკულად ვერ იცავდა, ან ნაკლებად იცავდა „ომიკრონის“ შტამისგან. სადღეისოდ უკვე შემუშავებულია ახალი თაობის ვაქცინები, რომლებიც „ომიკრონის“ შტამზეა მორგებული. უფრო სწორად, ეს ვაქცინები ყველა არსებული შტამისგან იცავს პაციენტს, მათ შორის „ომიკრონის“ ქვევარიანტებისგან. ეს ვაქცინები საქართველოში ჯერ შემოტანილი არ არის. რამდენადაც ვიცი, მოლაპარაკება მიმდინარეობს და ახალი თაობის ვაქცინებს შემოიტანენ.

მოსახლეობისადმი ჩემი რჩევა იქნება, რომ როგორც კი ახალი თაობის ვაქცინები შემოვა, პირველი თაობის ვაქცინებისადმი დამოკიდებულება, რომ იყო ისეთს ნუ გამოიჩენენ, მეტი მოტივაცია გამოვამჟღავნოთ და მეტი ადამიანი აიცრას“
,- აღნიშნა ცერცვაძემ.
წინა წლებში პირბადის ტარება იცავდა მოსახლეობას, დღეს ნიღაბი არავის უკეთია, შეიძლება ითქვას, რომ „აიშვეს“ - პაატა იმნაძე
12 / იანვარი 2024
წინა წლებში პირბადის ტარება იცავდა მოსახლეობას, დღეს ნიღაბი არავის უკეთია, შეიძლება ითქვას, რომ „აიშვეს“ - პაატა იმნაძე
ბოლო 2 კვირაა, ქვეყანაში გრიპის ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა გაორმაგდა. სისუსტე, სახსრების ტკივილი, მაღალი ტემპერატურა - გრიპის ვირუსით გამოწვეულ სიმპტომებს სულ უფრო მეტი ადამიანი უჩივის. პარალელურად პედიატრები კლინიკებში გრიპის და გრიპისმაგვარი ვირუსებით ინფიცირებული ბავშვების მომართვიანობის გაზრდილ მაჩვენებელზე საუბრობენ. როგორია ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური სურათი, რომელი ვირუსი სჭარბობს ქვეყანაში და როდის უნდა მიმართონ მოქალაქეებმა ექიმს, ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე  დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე საუბრობს.

- ბატონო პაატა, როგორც ცნობილია, არსებული ეპიდემიოლოგიური სურათის მიხედვით, ქვეყანაში გრიპის ვირუსის შემთხვევები დომინანტია, ასევე, საყურადღებოა რესპირატორულ-სინციტიური ვირუსიც. თუ შეგიძლია განმარტოთ, ამ დროისთვის რა ტიპის ვირუსები ცირკულირებს ქვეყანაში?

- ქვეყანაში ჩვენ მუდმივი მეთვალყურეობა გვაქვს 21 სახეობის ვირუსზე. ბოლო კვირის მონაცემებით, ახლა ძირითადად ცირკულირებს „ა“ ტიპის გრიპის ვირუსი, რომლის პროცენტული მაჩვენებელი 40-ზე მეტს შეადგენს. ძირითადად, ეს არის H1N1 ვირუსი (ე.წ. ღორის გრიპი) რომელიც ე.წ. პანდემიური ვირუსია, მან 2009-2010 წლების პანდემია გამოიწვია, ახლა ის სეზონური ვირუსის სახით არის ჩამოყალიბებული. მცირე რაოდენობით ფიქსირდება H3-ც, რომელიც ასევე პანდემიური ვირუსი იყო.

ცირკულირებს რესპირატორულ-სინციტიური ვირუსიც, რომლის მაჩვენებელი საკმაოდ ბევრია, 20%-მდეა. შესაძლოა, რესპირატორულ-სინციტიური ვირუსი ბავშვებში მძიმედ მიმდინარეობდეს.

რაც შეეხება დღეს არსებულ ვითარებას, არაფერი განსაკუთრებული არ ხდება. წინა წლებში კორონავირუსი იყო წამყვანი, ეს ვირუსებიც არსებობდა, თუმცა პირბადის ტარება იცავდა მათგან მოსახლეობას. დღეს, სამწუხაროდ, ნიღაბი არავის უკეთია. შეიძლება ითქვას, რომ ახლა „აიშვეს“ და ზამთრის პერიოდში ჩვეულ ადგილს დაუბრუნდა ეს ვირუსები, რომლებიც 2 წელი არსად ჩანდა.

ბავშვები ისე გაიზარდნენ, რომ იზოლაციაში იყვნენ, ყველა ნიღბით დადიოდა და ამ ვირუსებით არ ყოფილან ინფიცირებულები. ბავშვები ახლა დაინფიცირდნენ ამ ვირუსებით და ავადობის მაჩვენებელი მათთან უფრო მაღალია, ვიდრე მოზრდილებში.

ჯანმრთელი ბავშვი, რომელიც ბაღში არ დადის, წელიწადში 6 -12- ჯერ რომ გაცივდეს, ან ვირუსი შეხვდეს, ნორმაა. თუ ბავშვი ბაღში დადის, ეს მაჩვენებელი 18-მდე არის - წელიწადში ბავშვი 18-ჯერ რომ გაცივდეს ნორმაა. 200-მდე სხვადასხვა ვირუსია, რომელიც ზამთარში გაციების სიმპტომებს იწვევს. გამორჩეულია გრიპი, რომელიც შედარებით უფრო მძიმედ მიმდინარეობს.

- რაც შეეხება სიმპტომებს, როგორ უნდა განასხვაონ ერთმანეთისგან გრიპის ვირუსი სხვა სეზონური ვირუსებისგან? ასევე, როგორია ვირუსული ინფექციების მკურნალობა? როგორ უნდა მოიქცეს მშობელი სახლის პირობებში?

- როგორც კორონავირუსის დროს, ახლაც, გრიპის ვირუსისთვის განკუთვნილი სწრაფი ტესტები არსებობს. სხვა ვირუსებზე ასეთი ტესტები, პრაქტიკულად, არ გამოიყენება. აღსანიშნავია, რომ გრიპი იწყება უცებ, შესაძლოა, საათიც კი გახსოვდეს, როდის გახდი ავად. სხვა ვირუსები თანდათანობით იწყება. გრიპის დროს ინტოქსიკაციის შემთხვევა უფრო მეტია. მთავარია, იმის განსაზღვრა, თუ როდის უნდა მიმართონ ექიმს. ექიმს უნდა მიმართონ მაშინ, როდესაც ბავშვს 24 საათზე მეტი ექნება ტემპერატურა 39 გრადუსი და მეტი, ის დამწევ მედიკამენტს არ დაემორჩილება.

- როდის არის მიზანშეწონილი ანტიბიოტიკების გამოყენება? საჭიროებს ვირუსული ინფექციები ანტიბიოტიკოთერაპიას?

- სიცხის დამწევი პრეპარატი არ არის ანტიბიოტიკი, პირიქით, ამ დროს ანტიბიოტიკის მიღება კატეგორიულად არ შეიძლება, არცერთი ანტიბიოტიკი არცერთ ვირუსზე არ მოქმედებს. თუ გვიან ბაქტერიული ინფექცია განვითარდა, იქ შეიძლება დანიშნოს ექიმმა ანტიბიოტიკი. ზოგადად, ანტიბიოტიკი ხელს უშლის ორგანიზმს ვირუსთან ბრძოლაში. არავითარ შემთხვევაში არ მისცეთ ბავშვს ანტიბიოტიკი! თუ სიცხის დამწევი არ მოქმედებს, ამ დროს ექიმი უნდა ჩაერიოს. მოზარდების შემთხვევაში, ექიმს მაშინ უნდა მიმართონ, თუ სამი დღე გრძელდება მაღალი ტემპერატურა და არ ექვემდებარება სიცხის დამწვეს.

საყურადღებოა ჩირქოვანი, ან სისხლის შემცველი ნახველი, ბავშვის ტუჩების დალურჯება, სუნთქვის უკმარისობის ნიშნები, სუნთქვის გაძნელება. დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ ექიმს, თუ აღნიშნული სიმპტომები იჩენს თავს.

- დღეისთვის, გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის რამდენი დოზა არის ხელმისაწვდომი?


- ყველაზე მთავარი მაინც აცრაა. 30 ათასი ვაქცინა ისევ მარაგში გვაქვს. ვისაც სურვილი ექნება, შეუძლია აიცრას. ეს განსაკუთრებით ეხება რისკის ჯგუფებს, ორსულებს, ხანდაზმულებს, დიაბეტის მქონეებს და ასე შემდეგ. შესაძლოა, ორსულებში გრიპის ვირუსი ძალიან მძიმე ფორმებით მიმდინარეობდეს. ძალიან კარგი იქნება, გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინით ავცრათ ის ბავშვები, რომელთაც ჯერ არ შეხვედრიათ გრიპის ვირუსი, თავდაპირველად ძალიან მარტივად გადაიტანენ.

- სრულად ხდება გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინების ათვისება?

-დიახ, სრულად ხდება. გრიპის სეზონი მარტის ბოლომდე გრძელდება, დრო კიდევ არის. კარგად უნდა გვახსოვდეს, რომ დღეს თუ აიცრები, ხვალ დაცული არ ხარ. 10 დღე - 2 კვირა სჭირდება იმუნიტეტის გამომუშავებას. დღეს თუ აიცრები და ხვალ ავად გახდები, ეს ვაქცინის ბრალი არ არის.

- ასევე, აღსანიშნავია, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მოუწოდებს მთავრობებს, სანდო ტესტებზე, მკურნალობასა და ვაქცინებზე წვდომა უზრუნველყონ, განსაკუთრებით მათთვის, ვინც ყველაზე მეტად იმყოფება ინფექციის მძიმე რისკის ქვეშ. ამ მხრივ რა ვითარება გვაქვს ქვეყანაში? რამდენად არის უზრუნველყოფილი ვაქცინებზე წვდომა? რა ვითარება გვაქვს კორონავირუსთან დაკავშირებით?

- ვიცით, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით მოსახლეობის მხოლოდ 50% არის აცრილი. ისეთი არაკომპეტენტური ანტიპროპაგანდა წავიდა ვაქცინებზე, რომ რაც გვინდოდა სამიზნე მაჩვენებელი, ვერ მივაღწიეთ. ახლა მიმდინარეობს მოლაპარაკება, რომ ქვეყანაში შემოვიდეს ახალი ვაქცინები, რომელიც მორგებული იქნება კორონავირუსის ახალ შტამებზე.

დღეს, კორონავირუსის ძალიან ცოტა შემთხვევა გვაქვს, თუმცა, აღსანიშნავია, რომ ტალღოვანი მიმდინარეობა ახასიათებს. 3% არის კორონავირუსის გავრცელება.

- დაბოლოს, რა შეგიძლიათ გვითხრათ კორონავირუსის ახალ შტამზე, კერძოდ, JN.1 და HV.1 -ზე. რამდენად სწრაფად ვრცელდება და რა სიმპტომები აქვს მას?

- აღნიშნული შტამები ჯერ ქვეყანაში არ დაფიქსირებულა. მის კლინიკურ მიმდინარეობას წინამორბედებისგან სიმძიმის მიხედვით არავითარი განსხვავება არ აქვს. შესაძლოა, ერთადერთი ცოტა უფრო მეტად ახასიათებდეს კუჭ-ნაწლავის მხრივ სიმპტომი, კერძოდ ფაღარათი. უნდა აღინიშნოს, რომ გავრცელების პოტენციალი მას მეტი აქვს. ზოგადად, პანიკის საფუძველი არასდროს არსებობს, ყველაფერს რაციონალური მიდგომა სჭირდება. როგორც შეგვიძლია ისე დავიცვათ თავი, ნიღაბი გავიკეთოთ, ხელების დაბანა ყოველთვის კარგია, იქნება ეს კორონავირუსი, თუ სხვა ინფექცია.


წყარო: ინტერპრესნიუსი
ვინ მიიღებს მედიკამენტებს უფასოდ
10 / იანვარი 2024
ვინ მიიღებს მედიკამენტებს უფასოდ
საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით, შესაბამისი კატეგორიისა თუ სტატუსის მქონე მოქალაქეები, ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებს,
"პედიატრიული ავადობის თვალსაზრისით, იანვარი ყველაზე რთული პერიოდი იქნება" - ივანე ჩხაიძე
08 / იანვარი 2024
"პედიატრიული ავადობის თვალსაზრისით, იანვარი ყველაზე რთული პერიოდი იქნება" - ივანე ჩხაიძე
იანვარი საქართველოში პედიატრიული ავადობის თვალსაზრისით ყველაზე რთული პერიოდი იქნება - მსგავს პროგნოზს "პირველებთან" იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორი, ივანე ჩხაიძე აკეთებს.
გრიპის ვირუსები და COVID-ის ახალი ვარიანტი - ისევ დგება თუ არა პირბადეების დრო?
07 / იანვარი 2024
გრიპის ვირუსები და COVID-ის ახალი ვარიანტი - ისევ დგება თუ არა პირბადეების დრო?
მაღალი სიცხე, სისუსტე, თავისა და სახსრების ტკივილი - ვირუსით გამოწვეული დაავადებების სიმპტომებს ბოლო პერიოდში სულ უფრო მეტი ადამიანი უჩივის.
სხვა სტატიები
კვირის პოპულარული სიახლე
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.