„2024 წლიდან, საყოველთაო ჯანდაცვას სახელმწიფო პროგრამას კიბოს
ადრეული
დიაგნოსტიკის პროგრამა ემატება. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან
მეტი
სიცოცხლის გადარჩენის შესაძლებლობას მოგვცემს. როგორც კი ეჭვი
გაჩნდება რაიმე
ტიპის სიმსივნეზე, კონკრეტულ კლინიკებში, საბოლოო დიაგნოზის დასმას და
ამ
პროცესის დაფინანსებას უზრუნველვყოთ. ეს საშუალებას მოგვცემს, რაც
შეიძლება
ადრეულ ეტაპზე აღმოვაჩინოთ ონკოლოგიური დაავადება. ასეთ დროს,
განკურნების
შანსი უფრო მაღალია“, - განაცხადა ოკუპირებული ტერიტორიებიდან
დევნილთა,
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა.
ჯანდაცვის სამინისტრო, სუბსპეციალობის პროგრამაში - „სასამართლო ექსპერტიზა“ ექიმებს უფასოდ გადაამზადებს.