ჯანდაცვა
„ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ კანონში ცვლილება იგეგმება
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენით „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ კანონში ცვლილება განიხილა, რომელიც ექთნების და მეანი-ექთნების საქმიანობის პროფესიული რეგულირების საკანონმდებლო სისტემის ჩამოყალიბებას ითვალისწინებს.

კანონპროექტით, ტერმინთა განმარტებაში ზუსტდება პირობები დამოუკიდებელი საექთნო საქმიანობის განხორციელებისთვის; „ბებიაქალის“ წოდების ჩანაცვლება ხდება ახალი, გენდერულად ნეიტრალური ტერმინით „მეანი-ექთანი“ და კანონით განისაზღვრება აღნიშნული საქმიანობის განხორციელების პირობები; კანონმდებლობით განისაზღვრება ექთნის და მეანი-ექთნის საბაზისო განათლების პროგრამები; ექთნებისა და მეანი-ექთნების მიღებული განათლების შესაბამისად, ინერგება წოდებრივი რანჟირების სისტემა.

კერძოდ: უმაღლესი (ბაკალავრიატის) კურსდამთავრებულ პირებს ენიჭებათ რეგისტრირებული ექთნის ამ მეანი-ექთნის წოდება. პროფესიული განათლების პროგრამის კურსდამთავრებულებს სერტიფიცირებული პრაქტიკოსი ექთნის ან მეანი-ექთნის წოდება.

საექთნო სამაგისტრო პროგრამის კურსდამთავრებულს ენიჭება წოდება - უმაღლესი კატეგორიის პრაქტიკის ექთანი.

საექთნო დიპლომისშემდგომი განათლების პროფესიული მზადების პროგრამის კურსდამთავრებულს ენიჭება წოდება - ექთანი სპეციალისტი.

ცვლილება, ასევე ითვალისწინებს ექთნებისა და მეანი-ექთნების ავტორიზაციის ელექტრონული რეესტრის შექმნას, რომლის საშუალებით განხორციელდება ექთნებისა და მეანი-ექთნების რეგისტრაცია და სერტიფიცირება.

კანონპროექტით, დამოუკიდებელი საექთნო და მეანი-ექთნის საქმიანობის უფლების მინიჭება მოხდება 5 წლის ვადით.

საქმიანობის ახალი ვადით გაგრძელებისთვის განისაზღვრება საექთნო და მეანი-ექთნის უწყვეტი განვითარების პროგრამებში მონაწილეობის ვალდებულება.

„ქვეყანაში ექთნების ექიმებთან თანაფარდობა არ შეეფერება საერთაშორისო სტანდარტს. სასურველი თანაფარდობა არის ერთ ექიმზე ოთხი ექთანი, ჩვენ შემთხვევაში კი, ერთ ექიმზე მოდის ერთზე ნაკლები ექთანი. ამდენად, საკანონმდებლო აღიარება, პროფესიული სტატუსის გაძლიერება, შესაბამისი ფინანსური მოტივაცია ის ფაქტორებია, რასაც უნდა მოჰყვეს ქვეყანაში ექთნების რაოდენობრივი დეფიციტის აღმფხვრა“, - განაცხადა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, თამარ გაბუნიამ.


Print E-mail
FaceBook Twitter
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.