ჯანმო: მსოფლიოში თამბაქოს მოხმარება მცირდება
ბოლო წლების განმავლობაში, მსოფლიოში
თამბაქოს მომხმარებელთა რიცხვი მცირდება. ამის შესახებ BBC ჯანმოს
ანგარიშზე დაყრდნობით წერს.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში თამბაქოს მოხმარების მოხმარების
დინამიკა 2000 წლიდან შეისწავლეს და დაადგინეს, რომ თუ 2000 წელს
თამბაქოს მსოფლიოს მასშტაბით ყოველი მესამე ზრდასრული ადამიანი
მოიხმარდა, 2020 წელს ეს მაჩვენებელი ყოველ მეხუთემდე შემცირდა.
არსებული მონაცემებით, 150 ქვეყანა წარმატებით აგრძელებს თამბაქოს
მოხმარების შემცირებას. მაგალითად, 2010 წლიდან, ბრაზილიაში მწეველთა
რაოდენობა 35%-მდე შემცირდა, ნიდერლანდები კი თავის მიზნობრივ
მაჩვენებელთან, 30% არის ახლოს. ამის მიუხედავად,
ამის მიუხედავად, ჯანმოში აცხადებენ, რომ თამბაქოს მოხმარებით
გამოწვეული სიკვდილიანობა კიდევ მრავალი წლის განმავლობაში მაღალი
იქნება. ორგანიზაციის მონაცემებით, ყოველწლიურად მოწევას 8 მილიონი
ადამიანი ეწირება, მათ შორის 1,3 მილიონი არამწეველი, რომელიც პასიური
მოწევის მსხვერპლი ხდება.
თამბაქოს და თამბაქოს ნაწარმს დღეს 1,25 მილიარდზე მეტი ზრდასრული
ადამიანი მოიხმარს. ყველაზე მეტს აზიაში ეწევიან, მეორე ადგილზე კი
ევროპაა. ჯანმოში მიიჩნევენ, რომ 2030 წლისთვის ევროპა შესაძლოა
ყველაზე „მწეველი“ კონტინენტი გახდეს, რადგან აქ თამბაქოს მოხმარება
უფრო ნელა მცირდება, ვიდრე სხვა რეგიონებში.
ამასთან, ჯანმოს მონაცემებით, 6 ქვეყანაში - კონგოში, ეგვიპტეში,
ინდონეზიაში, იორდანიაში, ომანსა და მოლდოვაში თამბაქოს მოხმარების
ზრდა ფიქსირდება.