კორონავირუსის გამო, განათლების სამინისტრომ შესაძლოა, ონლაინ სწავლების სტანდარტზე მუშაობა დაიწყოს
ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენცისთვის, განათლების სამინისტრომ შესაძლოა, ონლაინ სწავლების სტანდარტზე მუშაობა დაიწყოს.
სსიპ „განათლების ხარისხის განვითარების ცენტრში“ აცხადებენ, იქედან გამომდინარე, რომ შექმნილი რეალობის წინაშე ქვეყანა პირველად აღმოჩნდა, საქართველოში ონლაინ სწავლების სტანდარტი არ არსებობს.

„დისტანციური სწავლების პროცესის სტანდარტი არ არსებობს. ამ რეალობის წინაშე პირველად ახლა დავდექით. ალბათ, სახელმწიფო პოლიტიკა შეიცვლება და ხვალ ამ მიმართულებით შესაძლოა, რამე მოხდეს. სკოლის შემოწმების ან ავტორიზაციის დროს, დისტანციური სწავლების სტანდარტი ან კომპონენტი იყოს, ამ ეტაპზე არ არსებობს. თუ სტანდარტი არ არის, ე.ი. არც აკრძალული აქვთ სკოლებს მსგავსი სწავლების მოდელის გამოყენება. თუ სერიოზული საფრთხის წინაშე დავდექით, სახელმწიფო პოლიტიკა შეიძლება შემუშავდეს. სავარაუდოდ, განათლების სამინისტრო და სახელმწიფო ერთიანი ხედვაზე იმუშავებს. მსგავსი ჩანაწერი კანონში ჯერჯერობით არ არის“, - განაცხადეს განათლების ხარისხის განვითარების ცენტრში.

ონლაინ სწავლების რეჟიმზე გადასვლასთან დაკავშირებით განათლების უწყებას ოფიციალური განაცხადი ჯერჯერობით არ გაუკეთებია. თუმცა, უწყებაში აცხადებენ, რომ ისინი ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესაბამისად იმოქმედებენ, თუ ამის საჭიროება დადგება.  განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში განაცხადეს, რომ თუ ჯანდაცვის სამინისტრო სწავლის გახანგრძლივების გადაწყვეტილებას მიიღებს, კორონავირუსის პრევენციასთან დაკავშირებით, განათლების უწყება მას დაემორჩილება.

ამასთან, განათლების უწყებაში განმარტავენ, არსებული გადაწყვეტილებით სკოლებში სწავლა 16 მარტს განახლდება.

რაც შეეხება ონლაინ სწავლების რეჟიმზე გადასვლას, უწყებაში აცხადებენ, რომ ჯერჯერობით ეს საკითხი საჯარო სკოლებისთვის არ განიხილება.

„განათლების სამინისტრომ კორონავირუსის პრევენციასთან დაკავშირებით 9 მარტიდან 16 მარტამდე დაგეგმილი არდადეგები, 4 დღით უკვე გაახანგრძილვა. სკოლებმა არდადეგები დაგეგმილზე ადრე დაიწყეს. ეს არდადეგები ბუნებრივია, ანაზღაურდება. რაც შეეხება სამომავლო გეგმას, დამოკიდებული ვართ ჯანადაცვის სამინისტროს რეკომენდაციაზე და თუ უწყების რეკომენდაცია იქნება, არდადეგები გახანგრძლივდება და განათლების სამინისტრო ამ რეკომენდაციას შეასრულებს. რა ფორმით მოხდება ეს, არდადეგები გახანგრძლივდება, დისტანციურად ასწავლიან თუ ა.შ. ამ გეგმას აუცილებლად გაგაგებინებთ. თუ გვეტყვის ჯანდაცვის სამინისტრო, რომ არდადეგები უნდა გავახანგრძლივოთ, ბუნებრივია, გავახანგრძლივებთ და მერე მოვიფიქრებთ, რა ვქნათ სწავლებასთან დაკავშირებით. ამ ეტაპზე ვიცით, რომ სწავლა 16 მარტს დაიწყება“, - განაცხადეს განათლების უწყებაში.

ცნობისთვის, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ, ჯანდაცვის უწყებასთან შეთანხმებით, სწავლის პროცესი სკოლებში 2 მარტიდან 16 მარტამდე შეწყვიტა. სააღმზრდელო პროცესი ასევე შეწყვეტილია ბაგა-ბაღებში. 16 მარტამდე არ განახლდება სწავლა უმაღლეს სასწავლებლებშიც.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ უნივერსიტეტებს მოუწოდა, თუ აქვთ ტექნიკური საშუალება, ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის გამო, ონლაინ სწავლებაზე გადავიდნენ, რასაც სასწავლებლების ნაწილი დათანხმდა.
Print E-mail
FaceBook Twitter
ამავე კატეგორიაში
ბორჯომის ახალგაზრდული ფესტივალის
ფარგლებში, ბორჯომის ტრენინგ ცენტრის მოსწავლეებს თეატრმცოდნე და
ტელეწამყვანი ნიკოლოზ წულუკიძე შეხვდა.
14:39 / 16.10.2024
ბორჯომის ახალგაზრდული ფესტივალის ფარგლებში, ბორჯომის ტრენინგ ცენტრის მოსწავლეებს თეატრმცოდნე და ტელეწამყვანი ნიკოლოზ წულუკიძე შეხვდა.
საქართველოს განათლების მეცნიერებისა
და ახალგაზრდობის მინისტრმა გიორგი ამილახვარმა თანამდებობა
დატოვა.
11:00 / 28.09.2024
საქართველოს განათლების მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გიორგი ამილახვარმა თანამდებობა დატოვა.
Galt&Taggart-ის განათლების
სექტორის მიმოხილვის მიხედვით, 2024 წელს საქართველოში უცხოელი
10:08 / 22.09.2024
Galt&Taggart-ის განათლების სექტორის მიმოხილვის მიხედვით, 2024 წელს საქართველოში უცხოელი
ბორჯომის მუნიციპალიტეტის 20 საჯარო
სკოლიდან 11 სკოლას დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ჰყავს, ხოლო
ცხრა საჯარო სკოლაში, ოფიციალურად არჩეული დირექტორია.
12:16 / 17.09.2024
ბორჯომის მუნიციპალიტეტის 20 საჯარო სკოლიდან 11 სკოლას დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ჰყავს, ხოლო ცხრა საჯარო სკოლაში, ოფიციალურად არჩეული დირექტორია.
ციფრულ ეპოქაში მხატვრული და
სამეცნიერო ლიტერატურის გაციფრულება ძალიან მნიშვნელოვანია.
11:55 / 17.09.2024
ციფრულ ეპოქაში მხატვრული და სამეცნიერო ლიტერატურის გაციფრულება ძალიან მნიშვნელოვანია.
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.