სასკოლო კვების პროგრამის მოდელი უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი - განათლების მინისტრი
განათლებისა და მეცნიერების მინისტრის განცხადებით, სამინისტრომ თითოეული სკოლა შეისწავლა და სასკოლო კვებასთან დაკავშირებით კონკრეტული მოდელები დაგეგმა.

"საზოგადოებას მინდა სრულყოფილი ანგარიში ჩავაბარო. სამწუხაროდ, ოპონენტების ნაწილი არ არის, ამიტომ ვიცი, რომ იქნებოდა ამ თემაზე კითხვები, ამიტომ არ მინდა ვინსმეს თქმის საფუძველი დავუტოვოთ, რომ რაიმეზე თქმის საფუძველი არ გვაქვს.

ისე დახატეს, თითქოს ჩვენს მიერ შექმნილია ეს პრობლემა და არ არსებობს 30 წელზე მეტია. ვინ, ვინ და ჩვენ მოვკიდეთ ხელი ამ რეფორმას და ვეჭიდებით. რეალურ ნაბიჯებს ვდგამთ, რომ დავიწყოთ ამ პროცესის განხორციელება.

პირველი, ყველა არსებულ ბუფეტში, როგორც საჯარო, ისე კერძო სკოლებში, განვსაზღვრეთ ის მინიმალური სტანდარტები ჰიგიენის, სურსათის უვნებლობის პროდუქტთა ჩამონათვალი, რომელიც დასაშვებია ან არ არის დასაშვები იყოს სასკოლო სივრცეში. რა თქმა უნდა, ყველა შესაბამის უწყებასთან კონსულტაციაა გავლილი და ამან მეტ-ნაკლებად დაარეგულირა ის გამოწვევები,რომელიც არსებობდა.

მეორე, სწორი ანალიზისთვის თითოეული სკოლა დეტალურად შევისწავლეთ, რომ კონკრეტულ მოდელებზე გადაწყვეტილება მიგვეღო. ამ მიზნით სამინისტროში დამტკიცდა სასკოლო კვების პროგრამა, სადაც ჩვენმა ექსპერტებმა თითოეული სკოლა აღწერეს, რომ კონკრეტული ეტაპები დაგვენერგა" ,- განაცხადა გიორგი ამილახვარმა.

მინისტრის თქმით, უახლოეს პერიოდში სამინისტრო საზოგადოებას კონკრეტულ ვადებსა და მოდელებს გააცნობს, რომელიც სამინისტრომ სასკოლო კვებასთან დაკავშირებით დაგეგმა.

"მინდა საზოგადოებას დავპირდე, 1-2 თვის ფარგლებში, ჩვენ უკვე შევძლებთ კონკრეტული მოდელებით და კონკრეტული ვადებით, რომელ სკოლაში და რომელ რეგიონში დავიწყებთ ამ პროგრამას.

არის ასეთი საერთაშორისო ორგანიზაცია - "კვება, ჯანმრთელობა და განათლება ყველა ბავშვისთვის"- ამის წევრი გახდა ჩვენი სამინისტრო, სადაც ეროვნული ვალდებულებები განვსაზღვრეთ და გავიზიარებთ წარმატებული ქვეყნების მაგალითსა და გამოცდილებას", - განაცხადა გიორგი ამილახვარმა.
Print E-mail
FaceBook Twitter
ამავე კატეგორიაში
უმაღლესი განათლების ექსპერტები
განცხადებას ავრცელებენ საქართველოს უმაღლესი განათლების ხარისხის
მართვის სისტემაში შექმნილი პრობლემების შესახებ.
15:38 / 06.12.2024
უმაღლესი განათლების ექსპერტები განცხადებას ავრცელებენ საქართველოს უმაღლესი განათლების ხარისხის მართვის სისტემაში შექმნილი პრობლემების შესახებ.
სკოლაში შესვლის მსურველთა ასაკი
კიდევ ერთხელ იცვლება. ზოგადი განათლების შესახებ კანონის მიხედვით,
მომავალი სასწავლო წლიდან 1-ლ კლასში შესვლა იმ ბავშვებსაც შეეძლებათ,
რომლებსაც 6 წელი სწავლის დაწყების თარიღიდან 31 დეკემბრის ჩათვლით
შეუსრულდებათ.
15:44 / 23.11.2024
სკოლაში შესვლის მსურველთა ასაკი კიდევ ერთხელ იცვლება. ზოგადი განათლების შესახებ კანონის მიხედვით, მომავალი სასწავლო წლიდან 1-ლ კლასში შესვლა იმ ბავშვებსაც შეეძლებათ, რომლებსაც 6 წელი სწავლის დაწყების თარიღიდან 31 დეკემბრის ჩათვლით შეუსრულდებათ.
ბორჯომის ახალგაზრდული ფესტივალის
ფარგლებში, ბორჯომის ტრენინგ ცენტრის მოსწავლეებს თეატრმცოდნე და
ტელეწამყვანი ნიკოლოზ წულუკიძე შეხვდა.
14:39 / 16.10.2024
ბორჯომის ახალგაზრდული ფესტივალის ფარგლებში, ბორჯომის ტრენინგ ცენტრის მოსწავლეებს თეატრმცოდნე და ტელეწამყვანი ნიკოლოზ წულუკიძე შეხვდა.
საქართველოს განათლების მეცნიერებისა
და ახალგაზრდობის მინისტრმა გიორგი ამილახვარმა თანამდებობა
დატოვა.
11:00 / 28.09.2024
საქართველოს განათლების მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გიორგი ამილახვარმა თანამდებობა დატოვა.
Galt&Taggart-ის განათლების
სექტორის მიმოხილვის მიხედვით, 2024 წელს საქართველოში უცხოელი
10:08 / 22.09.2024
Galt&Taggart-ის განათლების სექტორის მიმოხილვის მიხედვით, 2024 წელს საქართველოში უცხოელი
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.