მასწავლებლების 70%-ს ხელფასი საშუალოდ 500 ლარით და მეტით გაეზრდება - მინისტრი
დაახლოებით, 51 ათასი სტატუსიანი
მასწავლებელი გვყავს - სტატუსის მიუხედავად, მასწავლებლების
70%-ს,
რომლებიც ძირითადად, სრულ განაკვეთზე
არიან დასაქმებულები, ხელფასი საშუალოდ 500 ლარით და მეტით გაეზრდება,
დანარჩენი 30%-ის ანაზღაურება კი საათების პროპორციულად გაიზრდება,-
ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი
ამილახვარმა ზოგადი განათლების მიმდინარე რეფორმის წარდგენის
ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე განცხადებით, ახალი პოლიტიკა შეეხება მასწავლებლებს და
სპეცმასწავლებლებს, რომელთაც კვალიფიკაცია დადასტურებული აქვთ.
წყარო: ,,მეცხრე არხი''