საქსტატის მონაცემებით სკოლებში სწავლა 8846 მოსწავლემ შეწყვიტა
საქსტატის მონაცემებით 2022/2023 სასწავლო წლის დასაწყისისთვის, საქართველოში სულ 2 302 ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება (სკოლა) იყო, მათ შორის 2 086 საჯარო, ხოლო 216 კერძო. წინა სასწავლო წელთან შედარებით, ქვეყანაში არსებული სკოლების რაოდენობა 6 ერთეულით შემცირდა.

2022/2023 სასწავლო წლის დასაწყისისთვის, საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო  დაწესებულებებში 633.3 ათასი მოსწავლე სწავლობდა, რაც წინა სასწავლო წლის მაჩვენებელს 1.4 პროცენტით აღემატება.

2021/2022 სასწავლო წლის განმავლობაში, სწავლა შეწყვიტა 8 846 მოსწავლემ, რაც 25.5 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით. იმ მოსწავლეთა შორის, რომელთაც შეწყვიტეს სწავლა, 42.6 პროცენტი გოგოა, ხოლო 57.4 პროცენტი - ბიჭი

2022 წელს საშუალო სკოლა დაასრულა 45 423 მოსწავლემ, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს 17.3 პროცენტით აღემატება. დაწყებითი განათლება მიიღო 60 235 მოსწავლემ, რაც  წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 26.5 პროცენტით მეტია, ხოლო საბაზო განათლება - 45 008 მოსწავლემ, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს 0.4 პროცენტით ჩამორჩება.


Print E-mail
FaceBook Twitter
ამავე კატეგორიაში
საქართველოს განათლებისა და
მეცნიერების სამინისტროს პროექტის, „ჩემი პირველი კომპიუტერის“
ფარგლებში ბორჯომელ მოსწავლეებს საჩუქრად პორტაბელური კომპიუტერები
გადაეცათ.
15:25 / 31.03.2023
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროექტის, „ჩემი პირველი კომპიუტერის“ ფარგლებში ბორჯომელ მოსწავლეებს საჩუქრად პორტაბელური კომპიუტერები გადაეცათ.
სამცხე-ჯავახეთის წლის საუკეთესო
სამოქალაქო განათლების მასწავლებლად დასახელდა თამარ
აბრამიშვილი.
15:37 / 25.03.2023
სამცხე-ჯავახეთის წლის საუკეთესო სამოქალაქო განათლების მასწავლებლად დასახელდა თამარ აბრამიშვილი.
ამერიკის ელჩი საქართველოში
სამცხე-ჯავახეთს სტუმრობდა. კელი დეგნანს სამხარეო ადმინისტრაციაში
უმასპინძლეს.
15:05 / 24.03.2023
ამერიკის ელჩი საქართველოში სამცხე-ჯავახეთს სტუმრობდა. კელი დეგნანს სამხარეო ადმინისტრაციაში უმასპინძლეს.
განათლების მინისტრის თანამდებობაზე
მიხეილ ჩხენკელი, გიორგი ამილახვარმა შეცვალა. გიორგი ამილახვარი
განათლების მინისტრის პოსტზე პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა
წარადგინა.
14:48 / 20.03.2023
განათლების მინისტრის თანამდებობაზე მიხეილ ჩხენკელი, გიორგი ამილახვარმა შეცვალა. გიორგი ამილახვარი განათლების მინისტრის პოსტზე პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა წარადგინა.
საქართველოს განათლებისა და
მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით საჯარო სკოლის დირექტორობის
მსურველთა სერტიფიცირების ფარგლებში გასაუბრების პროცესი იწყება.

გასაუბრებაზე გასვლის შესაძლებლობა ექნებათ დირექტორობის მსურველებს,
რომლებმაც სერტიფიცირების პირველი საფეხური – ტესტირება წარმატებით
გაიარეს, კერძოდ, გადალახეს ტესტირებისთვის დადგენილი მინიმალური
კომპეტენციის ზღვარი (მაქსიმალურ ქულათა 60%).

დირექტორობის მსურველთა გასაუბრება 20 მარტს დაიწყება.

გასაუბრების განრიგის ნახვა შესაძლებელია აქ.

გასაუბრების თარიღი დირექტორობის მსურველმა უნდა გადაამოწმოს საჯარო
სკოლის დირექტორობის სერტიფიცირების ეტაპზე რეგისტრაციის დროს
მინიჭებული უნიკალური კოდის გამოყენებით.

იმ შემთხვევაში, თუ დირექტორობის მსურველს არ ახსოვს უნიკალური კოდი,
მას შეუძლია დარეკოს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების
სამინისტროს ცხელ ხაზზე – 2 200 220 ან თავად გადაამოწმოს კოდი
ვებგვერდზე: directors.mes.gov.ge

გასაუბრების განრიგის შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების
სამინისტრო უზრუნველყოფს დირექტორობის მსურველთა ინფორმირებას
ინდივიდუალურად როგორც მოკლე ტექსტური შეტყობინების, ასევე,
ელექტრონული ფოსტის მეშვეობით.
16:02 / 16.03.2023
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით საჯარო სკოლის დირექტორობის მსურველთა სერტიფიცირების ფარგლებში გასაუბრების პროცესი იწყება.

გასაუბრებაზე გასვლის შესაძლებლობა ექნებათ დირექტორობის მსურველებს, რომლებმაც სერტიფიცირების პირველი საფეხური – ტესტირება წარმატებით გაიარეს, კერძოდ, გადალახეს ტესტირებისთვის დადგენილი მინიმალური კომპეტენციის ზღვარი (მაქსიმალურ ქულათა 60%).

დირექტორობის მსურველთა გასაუბრება 20 მარტს დაიწყება.

გასაუბრების განრიგის ნახვა შესაძლებელია აქ.

გასაუბრების თარიღი დირექტორობის მსურველმა უნდა გადაამოწმოს საჯარო სკოლის დირექტორობის სერტიფიცირების ეტაპზე რეგისტრაციის დროს მინიჭებული უნიკალური კოდის გამოყენებით.

იმ შემთხვევაში, თუ დირექტორობის მსურველს არ ახსოვს უნიკალური კოდი, მას შეუძლია დარეკოს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ცხელ ხაზზე – 2 200 220 ან თავად გადაამოწმოს კოდი ვებგვერდზე: directors.mes.gov.ge

გასაუბრების განრიგის შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო უზრუნველყოფს დირექტორობის მსურველთა ინფორმირებას ინდივიდუალურად როგორც მოკლე ტექსტური შეტყობინების, ასევე, ელექტრონული ფოსტის მეშვეობით.
ინტერაქტივი
როდის დაიწყება 2023 წელს, ბორჯომში დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები. რა სამუშაოებზე უნდა დაიხარჯოს 11 მილიონი ლარი.
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები, ხანდაზმულები, მარტოხელა და მარტო მცხოვრები მოხუცები - ეს არის ადამიანების ჯგუფები, რომლებიც შინმოვლის სერვისს საჭიროებენ.
დღის ამბები
ბიუჯეტის ანგარიში, დებულებების დამტკიცება, ქუჩების დამისამართება სოფლებში - გეგმიური სხდომა ბორჯომის საკრებულოში;
„აგენტების“ შესახებ კანონპროექტი ჩავარდა - მედიის და სამოქალაქო სექტორის შეფასებები სამცხე-ჯავახეთიდან;
«« აპრილი 2023 »»
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.