მეოთხე და მეექვსე კლასელები სკოლაში გამოცდებს ჩააბარებენ
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის, სოფიო გორგოძის განცხადებით, წლის ბოლოს მე-4 და მე-6 კლასელების მიღწევები ქართულ ენასა და ლიტერატურაში, ასევე, მათემატიკაში ტესტირებით შეფასდება.

როგორც გორგოძემ განაცხადა, ცენტრი ახლა მუშაობს საპილოტე პროექტზე სახელწოდებით, „შეფასება განვითარებაზე“, რომლის მიზანია ორ საგანში ელექტრონული პლატფორმის დახმარებით, წლის ბოლოს მეოთხე და მეექვსეკლასელების მიღწევების შეფასება მოხდეს.

მისივე თქმით, პროექტი, რომელიც უახლოეს პერიოდში მთელ ქვეყნის სკოლებს მოიცავს, ღია და დახურული დავალებების სახით იქნება შედგენილი.

გორგოძის განმარტებით, დახურული დავალებები კომპიუტერის საშუალებით გასწორდება, ხოლო ღია დავალებებს მასწავლებლები შეასწორებენ.

„პროექტის იდეა გახლავთ ის, რომ მეოთხე და მეექვსე კლასებში ისეთი ტესტირება ჩავატაროთ, რომელიც სწავლების პროცესის გაუმჯობესებაში დაგვეხმარება. ეს არ არის შეფასებები, სადაც მოსწავლეები მხოლოდ ქულებს იღებენ, არამედ ეს არის შეფასება, რომელიც გვეხმარება გავარკვიოთ, რა უჭირს მოსწავლეს, რაში სჭირდება დახმარება და როგორ დავეხმაროთ მათ მიაღწიოს უკეთეს შედეგებს. პროექტი საპილოტე რეჟიმში უკვე რამდენიმე წელია მიმდინარეობს. ტესტირება იქნება ორ საგანში, ქართულ ენასა და ლიტერატურაში და მათემატიკაში. მნიშვნელოვანია, რომ ეს შეფასება არის სრულად ელექტრონული, ეს კიდევ ერთი სიახლეა. მოსწავლეები შეძლებენ ელექტრონული რეჟიმში კომპიუტერის საშუალებით ეს ტესტირება გაიარონ. საერთაშორისო შეფასებებში, სადაც ჩვენ ვმონაწილეობთ და რომლის მიხედვითაც ქვეყნების რეიტინგი დგება, შემდეგი წლებიდან სრულად ელექტრონულ შეფასებაზე გადადიან და ფურცელზე შეფასება აღარ მოხდება. ამიტომ ჩვენც ფეხი, რომ ავუწყოთ საერთაშორისო საზოგადოებას, ჩვენც გვინდა მოსწავლეები ელექტრონულად ტესტის შესრულებას შეეჩვიონ. აქედან გამომდინარე, საერთაშორისო შეფასებებში მონაწილეობის დროს გამოცდის დაწერა აღარ გაუჭირდებათ. ტესტირება ელექტრონულად ტარდება და გასწორების ნაწილის შემთხვევაში იქნება როგორც დახურული, ასევე, ღია დავალებები.

რაც შეეხება დახურულ დავალებებს, ის გასწორდება კომპიუტერის საშუალებით, ღია დავალებების შემთხვევაში მასწავლებლები იქნებიან ჩართულები, თუმცა, ესეც ელექტრონულად მოხდება და არა ფურცელზე. მასწავლებლის როლი ამ შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ მასწავლებელი იღებს არა მარტო მოსწავლის შედეგს, არამედ თითოეული დავალების მიხედვით შეიძლება ნახოს კონკრეტულ მოსწავლეს რა გაუჭირდა, რა გააკეთა კარგად, შეუძლია თავისი კლასის შედეგი შეადაროს პარალელური კლასის შედეგს, ასევე, შეუძლია თავისი კლასის საშუალო ქულა ქვეყნის საშუალო ქულას შეადაროს. ეს შედეგები მათ აჩვენებთ გაიგონ თავისი მოსწავლეები რა ეტაპზე არიან სხვა მოსწავლეებთან შედარებით”, - განაცხადა გორგოძემ.

მისივე განმარტებით, თუ ელექტრონული ტესტირებების დაწყებამდე სკოლებში ტექნიკური პრობლემა შეიქმნება, ისინი ამ პრობლემას სხვადასხვა საშუალებით გადაჭრიან.

„როგორც თქვენ იცით, ყველა სკოლას აქვს ე.წ „ბუკები“, რომელსაც პირველკლასელები იღებენ. საპილოტე ცდის დროს, თუ სკოლებს ლაბორატორიაში კომპიუტერები არ ჰყოფნიდათ, თავად თავისი ინიციატივით ეს “ბუკები” გამოიყენეს, რომლებიც პირველკლასელებს აქვთ და ბავშვებს ტესტირება ასე აწერინეს. რაც შეეხება ტექნიკურ პრობლემებს, რაღაც ხარვეზი ტექნიკის ჩართვასთან დაკავშირებით შეიძლება იყოს, შესაძლოა, შუქი გაითიშოს. ასეთი რამ ხდება, ამიტომ ჩვენ ამისთვის ვემზადებით და გვექნება ისეთი საშუალებები, რომ ტესტირების დაწყებისას თუნდაც შუქის გათიშვამ პრობლემა არ შექმნას”, - განაცხადა სოფიო გორგოძემ.

როგორც შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი აღნიშნავს, ორ თვეში კიდევ ერთ მასშტაბურ პილოტს გეგმავენ და ამის შემდეგ გახდება ცნობილი, როდის მოიცავს პროექტი სრულად ქვეყნის მასშტაბს.

წყარო : www.interpressnews.ge
Print E-mail
FaceBook Twitter
ამავე კატეგორიაში
განათლების მინისტრის თანამდებობაზე
მიხეილ ჩხენკელი, გიორგი ამილახვარმა შეცვალა. გიორგი ამილახვარი
განათლების მინისტრის პოსტზე პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა
წარადგინა.
14:48 / 20.03.2023
განათლების მინისტრის თანამდებობაზე მიხეილ ჩხენკელი, გიორგი ამილახვარმა შეცვალა. გიორგი ამილახვარი განათლების მინისტრის პოსტზე პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა წარადგინა.
საქართველოს განათლებისა და
მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით საჯარო სკოლის დირექტორობის
მსურველთა სერტიფიცირების ფარგლებში გასაუბრების პროცესი იწყება.

გასაუბრებაზე გასვლის შესაძლებლობა ექნებათ დირექტორობის მსურველებს,
რომლებმაც სერტიფიცირების პირველი საფეხური – ტესტირება წარმატებით
გაიარეს, კერძოდ, გადალახეს ტესტირებისთვის დადგენილი მინიმალური
კომპეტენციის ზღვარი (მაქსიმალურ ქულათა 60%).

დირექტორობის მსურველთა გასაუბრება 20 მარტს დაიწყება.

გასაუბრების განრიგის ნახვა შესაძლებელია აქ.

გასაუბრების თარიღი დირექტორობის მსურველმა უნდა გადაამოწმოს საჯარო
სკოლის დირექტორობის სერტიფიცირების ეტაპზე რეგისტრაციის დროს
მინიჭებული უნიკალური კოდის გამოყენებით.

იმ შემთხვევაში, თუ დირექტორობის მსურველს არ ახსოვს უნიკალური კოდი,
მას შეუძლია დარეკოს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების
სამინისტროს ცხელ ხაზზე – 2 200 220 ან თავად გადაამოწმოს კოდი
ვებგვერდზე: directors.mes.gov.ge

გასაუბრების განრიგის შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების
სამინისტრო უზრუნველყოფს დირექტორობის მსურველთა ინფორმირებას
ინდივიდუალურად როგორც მოკლე ტექსტური შეტყობინების, ასევე,
ელექტრონული ფოსტის მეშვეობით.
16:02 / 16.03.2023
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით საჯარო სკოლის დირექტორობის მსურველთა სერტიფიცირების ფარგლებში გასაუბრების პროცესი იწყება.

გასაუბრებაზე გასვლის შესაძლებლობა ექნებათ დირექტორობის მსურველებს, რომლებმაც სერტიფიცირების პირველი საფეხური – ტესტირება წარმატებით გაიარეს, კერძოდ, გადალახეს ტესტირებისთვის დადგენილი მინიმალური კომპეტენციის ზღვარი (მაქსიმალურ ქულათა 60%).

დირექტორობის მსურველთა გასაუბრება 20 მარტს დაიწყება.

გასაუბრების განრიგის ნახვა შესაძლებელია აქ.

გასაუბრების თარიღი დირექტორობის მსურველმა უნდა გადაამოწმოს საჯარო სკოლის დირექტორობის სერტიფიცირების ეტაპზე რეგისტრაციის დროს მინიჭებული უნიკალური კოდის გამოყენებით.

იმ შემთხვევაში, თუ დირექტორობის მსურველს არ ახსოვს უნიკალური კოდი, მას შეუძლია დარეკოს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ცხელ ხაზზე – 2 200 220 ან თავად გადაამოწმოს კოდი ვებგვერდზე: directors.mes.gov.ge

გასაუბრების განრიგის შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო უზრუნველყოფს დირექტორობის მსურველთა ინფორმირებას ინდივიდუალურად როგორც მოკლე ტექსტური შეტყობინების, ასევე, ელექტრონული ფოსტის მეშვეობით.
საქართველოს განათლებისა და
მეცნიერების სამინისტრომ პირველკლასელთა რეგისტრაციისთვის ვადები და
პირობები განსაზღვრა.
15:27 / 05.03.2023
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ პირველკლასელთა რეგისტრაციისთვის ვადები და პირობები განსაზღვრა.
მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს
პედაგოგები,
15:02 / 05.03.2023
მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს პედაგოგები, "უცხოელი აგენტების" შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით, ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.
2023 წლის ერთიანი ეროვნული
გამოცდებისათვის, საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის, ასევე სტუდენტთა
საგრანტო კონკურსისთვის რეგისტრაცია დღეს დაიწყო და 3 აპრილის 18:00
საათზე დასრულდება.
11:15 / 02.03.2023
2023 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის, საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის, ასევე სტუდენტთა საგრანტო კონკურსისთვის რეგისტრაცია დღეს დაიწყო და 3 აპრილის 18:00 საათზე დასრულდება.
ინტერაქტივი
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები, ხანდაზმულები, მარტოხელა და მარტო მცხოვრები მოხუცები - ეს არის ადამიანების ჯგუფები, რომლებიც შინმოვლის სერვისს საჭიროებენ.
კარდიოლოგიური და ონკოლოგიური პაციენტები, ახალშობილები, მრავალშვილიანები, პენსიონერები, შშმ პირები, მარტოხელა მშობლები - ვის ეხება ბორჯომის მუნიციპალიტეტის განახლებული სოციალური პროგრამები.
დღის ამბები
„აგენტების“ შესახებ კანონპროექტი ჩავარდა - მედიის და სამოქალაქო სექტორის შეფასებები სამცხე-ჯავახეთიდან;
ომის 365 დღე - რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან ერთი წელი გავიდა;
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.