,,ჩემი ქართულის მასწავლებელი... მაღალი, წითური თმით დიდი, ყავისფერი მრავლისმეტყველი თვალებით’’-ბორჯომელი მოსწავლის წერილი მასწავლებელს
დღეს მასწავლებლის საერთაშორისო დღეა. ბორჯომელი მასწავლებელი მონიკა ჭანტურია სოციალური ქსელში თავისი მოსწავლის ძალიან ემოციურ წერილს აქვეყნებს.
,, დღეს გულწრფელი ურთიერთობის დღეა! ჩემთვის ყველაფერია, როცა მოსწავლისგან ასეთ გზავნილს იღებ. მადლობა თითოეული სიტყვისთვის, რომელმაც გულში გაიარა. ბევრი ფრაზა მენიშნა და შენ შენი მხრივ, მე კი - ჩემი მხრიდან ვეცდები ვიყო სასურველი მასწავლებელი!’’- წერს მონიკა ჭანტურია

,,ალბათ, ყველას გყავდათ ის ერთი, განსაკუთრებული მასწავლებელი, რომლის გაკვეთილსაც სულმოუთქმელად ელოდბოდით. ჩემთვის სიტყვა მასწავლებელი ყოველთვის რაღაც სევდის მომგვრელია, რადგან არ ვარ ისეთი ბავშვი ასე ვთქვათ "სასურველი", "კარგი ყოფაქცევის". სიმართლე რომ გითხრათ, ყოველთვის მინდოდა ვყოფილიყავი ჩემი მასწავლებლების თვალში ისეთი, რომ ჩემთან ურთიერთობა სიხარულის მომგვრელი ყოფილიყო და სამასწავლებლოში გასულებს არ ეთქვათ: „ტასომ კლასი თავზე დაიმხო “, ან ,,მთელი გაკვეთილის განმავლობაში ღლიცინებდა“. რომ გითხრათ მწყინს-მეთქი, არც ეს არ იქნება მართალი , მაგრამ როდესაც იცი, თუ რამდენად გაგახარებს მასწავლებელის ერთი შექება, თუნდაც, ერთი თბილი სიტყვა, გულში მაინც ჩამწყდება ხოლმე რაღაც. ჩემი ბრალია, ვიცი , რომ ჩემი ბრალია... ვიცი , რომ შემიძლია ვიყო ისეთი, როგორიც მე მინდა, ან როგორიც უნდა ჩემი ქართულის მასწავლებელს...
ხშირად მესმის კითხვა: - შენი საყვარელი საგანი? - ქართული. დიდი სიამაყით ვამბობ მე, რომ ჩემი ქართულის მასწავლებელი მონიკაა... ჩემი ქართულის მასწავლებელი... მაღალი, წითური თმით (ისე, ახლა დავფიქრდი - ნეტა, თავისი ფერია?), დიდი, ყავისფერი მრავლისმეტყველი თვალებით, წვრილი სახით და მუდამ ღიმილიანი... თბილი გულით... ნეტავ, იცოდეთ როგორი გულის პატრონია. ალბათ ყველაზე გულჩვილი ადამიანია, ვინც კი მინახავს: ყოველი სევდიანი მოთხრობის, ლექსის კითხვისას ცრემლები სძლევს ხოლმე, უმტყუნებს ხოლმე გული... ისე, ხანდახან წარმომიდგენია რამდენი რამეა ჩემგან საწყენი... ამ ყველაფერსაც ისე ვწერ, გეგონება ამის მერე არ მოვუშლი ნერვებს... ისე მასწ , რომ იცოდეთ როგორ მითბება გული, როცა "ციგანს" მეძახით. მიყვარს, როცა ჩემს ხუმრობებზე გეცინებათ...როცა ჩემს ნაწერებზე სევდიანდებით... სკოლაში კი ვუშლი ხოლმე ნერვებს, მაგრამ სკოლის გარეთ ხომ სულ სხვა ადამიანია. ამასწინათ, ბორჯომ-ქალაქობის დღესასწაულზე მე და ჩემი მეგობრები კონცერტზე წავედით და სწორედ, იქ შეგვხვდა. ფოტოებს ვიღებდით და მანაც გადაწყვიტა ჩვენთან ერთად ფოტოს გადაღება. მე მის უკან ვიდექი. არ ვიცოდი, რა პოზა მიმეღო. ინსტიქტურად ხელები წელზე შემოვხვიე და მის მხარზე ოდნავ თავი ჩამოვიდე ... არ ვიცი რა სითბო ვიგრძენი... სულ სხვა ადამიანი იყო... ასე მეგონა დედაჩემის კალთაში მეძინა ... უცბად მეგონა ხუთი წლის ვიყავი... ძალიან მიყვარს მისი ყველაფერი: რაც არ უნდა მდგომარეობიდან გამოვიდეს, ზედმეტად მაინც არ მეტყვის არაფერს... ეშმაკები დამირბიან თავში, ვერ ვისვენებ გაკვეთილზე ... სულ ვცქმუტავ და რაიმე კარგ ხუმრობას ველოდები , რომ გულიანად გავიცინო... მე არ ვიცი რამდენად კარგი მოსწავლე ვარ მისთვის, მაგრამ ჩემთვის ის სულ სხვანაირია, სხვა მასწავლებელებს არ ჰგავს .... ხშირად ვსაუბრობთ ხოლმე მე და ანი მის შესახებ...ხან ვიძახით - ეს რატომ გვითხრაო , ხან ვიძახით - დღეს რა საყვარელი იყოო , ხან რას ხან რას, მაგრამ ...მაინც ის იქნება ჩემთვის ყველასგან გამორჩეული... ყოველთვის მინდოდა , რომ მის თვალში კარგი მოსწავლის იერი მქონოდა, დარწმუნებული ვარ, ეს არ გამომდის, მაგრამ ჩემთვის ნამდვილად არის ის საუკეთესო... ყველაფერის მიუხედავად, ის თავისებურია, ჩვენ - ჩვენებური, მაგრამ მაინც ახერხებს, რომ თავი ძალიან შეგვაყვაროს ... როცა დიდი გავიზრდები, ყოველთვის გავიხსენებ მას."



Print E-mail
FaceBook Twitter
ამავე კატეგორიაში
საქართველოს განათლებისა და
მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა მასწავლებელთა ანაზღაურების
ზრდასთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა,
16:12 / 24.11.2023
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა მასწავლებელთა ანაზღაურების ზრდასთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა,
საქართველოს განათლებისა და
მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით ეროვნული სასწავლო გეგმის
ცვლილებებზე მუშაობის პირველი ეტაპი დასრულდა.
15:26 / 22.11.2023
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით ეროვნული სასწავლო გეგმის ცვლილებებზე მუშაობის პირველი ეტაპი დასრულდა.
ტაძრისის საჯარო სკოლამ ავტორიზაცია
გაიარა. ბორჯომის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, ეს უკვე მეოთხე სკოლაა,
რომელიც უკვე ავტორიზებულია.
14:05 / 16.11.2023
ტაძრისის საჯარო სკოლამ ავტორიზაცია გაიარა. ბორჯომის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, ეს უკვე მეოთხე სკოლაა, რომელიც უკვე ავტორიზებულია.
განათლებისა და მეცნიერების
სამინისტროს ახალი მიმართულება, ახალგაზრდობის სააგენტო დაემატება და
უწყების სახელწოდება განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის
სამინისტრო იქნება.
15:41 / 13.11.2023
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ახალი მიმართულება, ახალგაზრდობის სააგენტო დაემატება და უწყების სახელწოდება განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო იქნება.
გამოცემა The Times Higher
Education-მა 2024 წლის საუკეთესო უნივერსიტეტების რეიტინგი
გამოაქვეყნა, რომელშიც სამი ქართული უნივერსიტეტი მოხვდა.
11:48 / 04.11.2023
გამოცემა The Times Higher Education-მა 2024 წლის საუკეთესო უნივერსიტეტების რეიტინგი გამოაქვეყნა, რომელშიც სამი ქართული უნივერსიტეტი მოხვდა.
ინტერაქტივი
ორი წელი თვითმმართველობის არჩევნებიდან, რა შეიცვალა ან არ შეიცვალა ორი წლის განმავლობაში ბორჯომში, რას ითხოვს ხალხი და რას პასუხობს ადგილობრივი ხელისუფლება.
33 სოფელი ბორჯომში და სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი 1 200 000 ლარი.
დღის ამბები
ყინულის მოედანი თუ საბავშვო ბაღი ბაკურიანში -არჩევანი ბაღის სასარგებლოდ;
დეპუტატის ცვლილება და სამსახურების ანგარიშები ბორჯომის საკრებულოში;
«« დეკემბერი 2023 »»
27282930 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.