მოსწავლეების და სკოლების სამზადისი ახალი სასწავლო წლისთვის
13:49 / 14.09.2022
ბერუაშვილების ოჯახს სამი
მცირეწლოვანი შვილი ჰყავს, ორი მათგანი ხვალ, 15 სექტემბერს სკოლას
უბრუნდება. მშობლების თქმით,სასკოლო ნივთების ნაწილი უკვე
შეიძინეს. თუმცა ნაწილის შეძენა მომდევნო ხელფასისთვის გადადეს.. ამ
ეტაპისთვის ხარჯმა 700 ლარზე მეტი შეადგინა
15 სექტემბრიდან ახალი სასწავლო წელი დაიწყება ბორჯომის ოცივე საჯარო
სკოლაში. მათგან ორი სასწავლო პროცესს სხვა შენობებში განაახლებს.
ბორჯომის მუნიციპალიტეტს წელს 300-ზე მეტი პირველკლასელი ეყოლება.
როგორც ბორჯომის საგანმანათლებლო რესურს ცენტრში ამბობენ, სასწავლო
დაწესებულებები სრულად მზად არიან ბავშვების მისაღებად და სწავლას
ფიზიკურ სივრცეში შეძლებენ.
რაც შეეხება კოვიდრეგულაციებს- ამ ატპისთვის გაუქმებელია პირბადის
ტარების ვადლდებულება და თერმოსკრინინგი
2022-2023 სასწავლო წლისთვის საქართველოს სკოლებში ქვეყნის მასშტაბით
ჯამში 55 717 პირველკლასელი დაიწყებს სწავლას
ბორჯომის მუნიციპალიტეტის 20 საჯარო
სკოლიდან 11 სკოლას დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ჰყავს, ხოლო
ცხრა საჯარო სკოლაში, ოფიციალურად არჩეული დირექტორია.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.