"ნუ გაუშვებთ ბავშვს სკოლაში თუ მას სიცხე უფიქსირდება” - განათლების მინისტრის მოადგილე
“ყველამ ვიცით ვის რა გვაქვს
გასაკეთებელი, ვიწყებთ სწავლას ყველაზე ბუნებრივ გარემოში, საკლასო
ოთახში. სკოლები უსაფრთხოა და განათლების
სისტემა მზად არის, 17
იანვარს სწავლის დასაწყებად, მარგამ ნუ გაუშვებთ ბავშვს სკოლაში თუ
მას სიცხე უფიქსირდება” – ამის შესახებ განათლებისა და
მეცნიერების მინისტრის ახლადდანიშნულმა პირველმა მოადგილემ თამარ
მახარაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში დღეს განაცხადა.
მახარაშვილი თვლის, რომ ყველაზე ბუნებრივი გარემო, სადაც უნდა
მიმდინარეობდეს სწავლა, ეს არის საკლასო ოთახი და მიუხედავად მძიმე
პანდემიური მდგომარეობისა, 2021-2022 წლის მეორე სემესტრში სწავლა
საკლასო ოთახებში დაიწყება, თუმცა ისევ რჩება შესაძლებლობა, რომ
მოსწავლეებმა და რისკჯგუფში მყოფმა მასწავლებლებმა დისტანციური
სწავლების ფორმა აირჩიონ.
თამარ მახარაშვილმა სწავლის დაწყებამდე სკოლების ნაწილი დაათვალიერა
და ამბობს, რომ ყველა საჯარო და კერძო სკოლაში სასწავლო პროცესი
იწყება, რაც ნიშნავს იმას, რომ სკოლებში აბსოლუტურად უსაფრთხო გარემოა
და განათლების სამინისტროს ინფრასტრუქტურის სააგენტომ ყველა სკოლა
უზრუნველყო შესაბამისი ატრიბუტიკით: სადეზინფექციო საშუალებები,
დეზობარიერები, თერმოსკრინინგი…
როგორც მინისტრის ახალი პირველი მოადგილე ამბობს, მოხდა სკოლებში
მომუშავე ექიმების გადამზადება და ახლა კოვიდვირუსზე ტესტირების
ჩატარება მათაც შეუძლიათ როგორც მასწავლებლებისთვის, ისე სკოლის ყველა
თანამშრომლისთვის.
მინისტრის ახლადდანიშნული მოადგილის ინფორმაციით, მასწავლებელთა
73%-ია ვაქცინირებული და აქედან კი სრულად, ანუ მინიმუმ ორჯერადად
აცრილი – 94%. მასწავლებელმა, რომელიც აცრილი არ არის ან მხოლოდ
ერთხელ აქვს ვაქცინაცია ჩატარებული, კვირაში ერთხელ უნდა გაიკეთოს
სწაფი ტესტი და ამის გაკეთება ზოგ შემთხვევაში სკოლაში მოუწევს და ზოგ
შემთხვევაში – ჯანდაცვის ცენტრში. ვინც ორჯერადად აცრილია, ის
მასწავლებელი პისიარ ტესტს ორ კვირაში ერთხელ ჩაიტარებს.
„რაც შეეხება ვირუსის გამოვლენას, უკვე აპრობირებული მეთოდია,
რომ თუ მასწავლებელს გამოუვლინდა, ხდება სკოლს ინფორმირება და
ადმინისტრაცია ახდენს იმ მასწავლებლისა და შესაბამისი კლასის ონლაინ
სწავლებაზე გადაყვანას. თუ კლასში გამოვლინდა, ხდება კლასის გადასვლა
ასევე ონლაინ რეჟიმზე“, – ამბობს მინისტრის მოადგილე.
თამარ მახარაშვილმა მშობლის პასუხისმგებლობაზე გაამახვილა ყურადღება.
მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ ზოგი მშობელი 37 გრადუსიანი სიცხით
ბავშვს მაინც უშვებს სკოლაში, რის შემდეგაც ასეთი ბავშვი მაინც ვერ
შედის სკოლაში, რაგდან ყველას უტარდება თერმოსკრინინგი, თუმცა
შემთვევების გავრცელებისგან დაზღვეული მაინც არავინაა.
კიდევ ერთხელ ითქვა, რომ სიცხის დაფიქსირების შემთხვევაში სკოლებში
ორი სივრცეა ბავშვებისთვის გამოყოფილი. შეიძლება ბავშვს მხოლოდ
გარკვეული პერიოდით დაუფიქსირდეს სიცხე და ცოტა ხანში აღარც ჰქონეს.
ის თავიდან პირველ სივრცეში შეჰყავთ. თუ გადამოწმების შემდეგ სიცხე
ისევ დაფიქსირდა, ცალკე საიზოლაციო ოთახში გადაყჰავთ.