„სასკოლო და სასწავლო გარემოს არიან მონატრებული ბავშვები’’- ხათუნა ხარაზიშვილი
14:53 / 04.10.2021
კოვიდ პანდემიის გამო ონლაინ რეჟიმში
მიმდინარე სასწავლო პროცესმა, ფიზიკურ სივრცეში გადაინაცვლა.საკლასო ოთახებს დაუბრუნდნენ საშუალო
და მაღალ საფეხურზე მყოფი მოსწავლეებიც. სკოლებში დაცულია კოვიდ
რეგულაციები. მერხები 1 მეტრიანი დისტანციით არის დაშორებული
ერთმანეთისგან.
პირველკლასელებს დღეს მერხთან ბუკები არ დახვდათ. მათ მხოლოდ
სახელმძღვანელოები დაურიგდათ. დისტანციური სწავლება ბორჯომში, პირველი
საჯარო სკოლის მხოლოდ 3-მა მოსწავლემ აირჩია.
მასწავლებლები სისტემატიურად გაივლიან კოვიდ ტესტირებას. ამ დროისვის
მუნიციპალიტეტის მასტაბით ვაქცინირებულია მასწავლებლების 65
პროცენტი.
ბორჯომის მუნიციპალიტეტის სკოლებს 320 პირველკლასელი ყავს. ოცივე
საჯარო სკოლაში, ფიზიკურ სივრცეში განახლდა სასწავლო
პროცესი.
სკოლაში შესვლის მსურველთა ასაკი
კიდევ ერთხელ იცვლება. ზოგადი განათლების შესახებ კანონის მიხედვით,
მომავალი სასწავლო წლიდან 1-ლ კლასში შესვლა იმ ბავშვებსაც შეეძლებათ,
რომლებსაც 6 წელი სწავლის დაწყების თარიღიდან 31 დეკემბრის ჩათვლით
შეუსრულდებათ.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.