სკოლებსა და უმაღლეს
სასწავლებლებში,სასწავლო პროცესი 15 სექტემბრიდან 4 ოქტომბრამდე
დისტანციურ რეჟიმში განახლდება.
4 ოქტომბრამდე შეზღუდული დარჩება სააღმზრდელო დაწესებულებების
მუშაობაც. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან
არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ, უწყებათაშორისი
საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
"სასწავლო პროცესი სკოლებში 15 სექტემბრიდან 4 ოქტომბრამდე დისტანციურ
რეჟიმში განახლდება, ანალოგიური რეგულაცია გავრცელდება უმაღლეს და
პროფესიულ სასწავლებლებზე. 4 ოქტომბრამდე შეზღუდული დარჩება
სააღმზრდელო დაწესებულებების მუშაობა და ეს ეხება, როგორც სახელმწიფო,
ასევე კერძო ბაღებსაც.
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო მოქალაქეებს კიდევ ერთხელ
მოუწოდებს, ეპიდემიოლოგიური ვითარების სტაბილიზაციის ტენდენციის
მიუხედავად, კვლავ აქტიურად გამოიყენონ პირბადე როგორც დახურულ, ისე
ღია სივრცეებში, დაიცვან სოციალური დისტანცია და აქტიურად ჩაერთონ
ვაქცინაციის პროცესში",-განაცხადა გიორგი ღიბრაძემ.
მინდა დეტალურად აგიხსნათ, რა მოხდება 4 ოქტომბერს და როგორი
კრიტერიუმით ვისარგებლებთ. გადავწყვიტეთ, რომ დიფერენცირებული მიდგომა
გვექნება. ეს გულისხმობს შემდეგს, რომ იმ ქალაქში ან სოფელში, სადაც
ინფიცირების მაჩვენებელი იქნება 4%-ზე ქვემოთ, იქ სწავლა განახლდება
საკლასო ოთახებში და შესაბამისად, აუდიტორიებში, ანუ დასწრებულ
ფორმატში, ხოლო იმ ქალაქებსა და სოფლებში, სადაც 4%-ზე მაღალი იქნება,
კვლავ დისტანციურ ფორმატში გაგრძელდება.
როგორც იცით, ამჟამად საქართველოში სხვადასხვა შტამებს შორის, "დელტა"
შტამი შეადგენს 90%-ს და სამწუხაროდ, ეს შტამი განსაკუთრებით დაერია
ბავშვებს და ახალგაზრდებს. ბავშვების, ჩვენი შვილების ჯანმრთელობა
უმთავრესი პრიორიტეტია და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის
რეკომენდაციების საფუძველზე, უწყებათაშორისმა საბჭომ ეს
გადაწყვეტილება მიიღო",-განაცხადა ჩხენკელმა.