სასწავლო პროცესის განახლებისთვის ყველა სკოლა მზადყოფნაშია
საკოორდინაციო საბჭოს
გადაწყვეტილებით, საქართველოს ყველა საგანმანათლებლო დაწესებულებაში
13 მაისს სასწავლო პროცესი განახლდება.სასწავლო პროცესის
განახლებისთვის ყველა სკოლა მზადყოფნაშია.
ამის შესახებ ინფორმაციას განათლების
და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს.
სკოლაში კვლავ გაგრძელდება მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციის
წარმომადგენელთა ტესტირება. შენობებს ჩაუტარდა დეზინფექცია.
ამასთანავე, თბილისსა და რეგიონში ინტენსიურად მიმდინარეობს პედაგოგთა
ნებაყოფლობითი ვაქცინაცია.
როგორც უქმეებამდე, მოსწავლეთა მშობლებს კვლავ ექნებათ შესაძლებლობა,
აირჩიონ სწავლების დისტანციური ფორმა. მშობელმა, რომელსაც სურს,
მოსწავლემ სწავლება დისტანციურ ფორმატში გააგრძელოს, ამის შესახებ
უნდა მიმართოს სკოლის ადმინისტრაციას და გაიაროს რეგისტრაცია სსიპ -
განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ვებგვერდზე.
ამასთან, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, რისკჯგუფში მყოფ
მასწავლებლებს ეძლევათ შესაძლებლობა, შესაბამისი სამედიცინო დასკვნის
საფუძველზე, მიმართონ სკოლის ადმინისტრაციას მუშაობის დისტანციურ
ფორმატში გაგრძელების თაობაზე.
გააზიარეთ :