მოსწავლეები და მასწავლებლები შეღავათიანი ინტერნეტ პაკეტით ისარგებლებენ
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ საქართველოში მოქმედ სამ მობილურ ოპერატორთან - სს „სილქნეტთან“, შპს „მაგთიკომთან“ და შპს „ვიონი საქართველოსთან“ (ბრენდი „ბილაინი“) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერა ხელი, რის საფუძველზეც საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეები და მასწავლებლები, შესაბამისი პროცედურების გავლის შემდეგ, 2020-2021 სასწავლო წლის ბოლომდე შეღავათიანი მობილური ინტერნეტ პაკეტით ისარგებლებენ.

მემორანდუმის მიზანია, საჯარო და კერძო სკოლების მასწავლებლები და მოსწავლეები, მაქსიმალურად უზრუნველყოფილნი იყვნენ ხელმისაწვდომი და მაღალი ხარისხის მობილური ინტერნეტ კავშირით.

დისტანციური სწავლების გამოწვევებისა და ტექნიკური საჭიროებების შესაბამისად, ინტერნეტ პროვაიდერები მოსწავლეებსა და მასწავლებლებს 20GB მობილურ ინტერნეტპაკეტს 10 ლარად შესთავაზებენ, რაც სტანდარტულ ღირებულებასთან შედარებით 2,5-ჯერ ნაკლებია. დარგის ექსპერტების რეკომენდაციით 20GB საკმარისი ოდენობაა ერთი თვის განმავლობაში ონლაინ გაკვეთილებზე დასასწრებად და ინტერნეტ რესურსების მოსაძიებლად.

პროგრამით სარგებლობისთვის საჯარო და კერძო სკოლების მასწავლებლებმა და მოსწავლეთა მშობლებმა (ან ოჯახის წევრებმა), საჭიროა სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის (EMIS) მიერ საგანგებოდ შექმნილ პლატფორმაზე mobile.emis.ge, მოსწავლის ან მასწავლებლის პირადი ნომრის მითითებით, დაარეგისტრირონ ტელეფონის ის ნომრები, რომლებზეც სურთ, გაუაქტიურდეთ აღნიშნული პაკეტი.

პაკეტის მოქმედების ვადა განისაზღვრება 30 დღით, ვადის ამოწურვის შემდეგ გამოუყენებელი მეგაბაიტები ნულდება. ვებგვერდი mobile.emis.ge დღეს 14:00 საათზე ამოქმედდება. „დისტანციური სწავლების“ პაკეტი ხელმისაწვდომი იქნება ივნისის ბოლომდე.

სერვისით სარგებლობის შესაძლებლობა რეგისტრაციის გავლის შემდეგ საქართველოს 2 500-მდე საჯარო და კერძო სკოლის მოსწავლეებსა და მასწავლებლებს მიეცემათ.


ამავე თემაზე:

სავარაუდო დისტანციური სწავლება და სოფლები ინტერნეტის გარეშე

Print E-mail
FaceBook Twitter
ამავე კატეგორიაში
ბორჯომის ახალგაზრდული ფესტივალის
ფარგლებში, ბორჯომის ტრენინგ ცენტრის მოსწავლეებს თეატრმცოდნე და
ტელეწამყვანი ნიკოლოზ წულუკიძე შეხვდა.
14:39 / 16.10.2024
ბორჯომის ახალგაზრდული ფესტივალის ფარგლებში, ბორჯომის ტრენინგ ცენტრის მოსწავლეებს თეატრმცოდნე და ტელეწამყვანი ნიკოლოზ წულუკიძე შეხვდა.
საქართველოს განათლების მეცნიერებისა
და ახალგაზრდობის მინისტრმა გიორგი ამილახვარმა თანამდებობა
დატოვა.
11:00 / 28.09.2024
საქართველოს განათლების მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გიორგი ამილახვარმა თანამდებობა დატოვა.
Galt&Taggart-ის განათლების
სექტორის მიმოხილვის მიხედვით, 2024 წელს საქართველოში უცხოელი
10:08 / 22.09.2024
Galt&Taggart-ის განათლების სექტორის მიმოხილვის მიხედვით, 2024 წელს საქართველოში უცხოელი
ბორჯომის მუნიციპალიტეტის 20 საჯარო
სკოლიდან 11 სკოლას დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ჰყავს, ხოლო
ცხრა საჯარო სკოლაში, ოფიციალურად არჩეული დირექტორია.
12:16 / 17.09.2024
ბორჯომის მუნიციპალიტეტის 20 საჯარო სკოლიდან 11 სკოლას დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ჰყავს, ხოლო ცხრა საჯარო სკოლაში, ოფიციალურად არჩეული დირექტორია.
ციფრულ ეპოქაში მხატვრული და
სამეცნიერო ლიტერატურის გაციფრულება ძალიან მნიშვნელოვანია.
11:55 / 17.09.2024
ციფრულ ეპოქაში მხატვრული და სამეცნიერო ლიტერატურის გაციფრულება ძალიან მნიშვნელოვანია.
კვირის პოპულარული სიახლე
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.