ბორჯომის საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესი შეწყდება
ორშაბათიდან 9 ნოემბრიდან, ბორჯომში
კორონავირუსის პრევენციის მიზნით, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში
სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესი შეჩერდება,
როგორც ბორჯომის ბაღების
გაერთიანების ხელმძღვანელი, ნინო ბენდელიანი აცხადებს აღსაზრდელები
ბოლო პერიოდში COVID-19 -ს გამო არ დადიოდნენ, მისი თქმით ამ ეტაპზე
დისტანციური სწავლებაც ვერ განხორციელდება.
9 ოქტომბრიდან დისტანციურად გაგრძელდება სწავლა ადიგენის და ასპინძის
ახალქალაქისა და ნინოწმინდის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში.
ცნობისათვის, ორმა საბავშვო ბაღმა ბორჯომის მუნიციპალიტეტში
კორონავირუსის შემთხვევის გამო მუშაობა უკვე შეწყვიტა.